გიორგი გობრონიძე - პოლიტიკური მიზანი, რომელიც გააჩნდა რუსეთს, უკვე დარღვეულია და ვერასდროს ვეღარ შესრულდება

უკრაინაში რუსული ინტერვენციის მეხუთე დღეს რუსეთ უკრაინას შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი გაიმართა. რა პერსპექტივა აქვს რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებას,  უმალავენ თუ არა სიმართლეს პუტინს, რას უნდა აკეთებდეს ამ დროს საქართველო  და რა ვერ ისწავლეს  ქართულმა პოლიტიკოსებმა - ამ და სხვა საკითხებზე  Front News-ს  „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორი,  საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა  გიორგი გობრონიძე ესაუბრა.   

- გასაგები იყო, რომ პირველ რაუნდში ძალიან გაჭირდებოდა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მისვლა და ზოგადად,  იქმნება შთაბეჭდილება. რომ რუსეთის ფედერაციის ლიდერი კარგად ხედავს,  რა დიდ ფასს იხდის უკრაინაში შეჭრისათვის, ამიტომ არ აპირებს ჯერჯერობით არაფრის დათმობას.  გამოიკვეთა, რომ ეს  შეხვედრა იყო ილუზიის შექმნის მცდელობა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ უკრაინისთვის  მიუღებელი იქნებოდა წაყენებული პირობები,  რაც  არის  უკრაინის სახელმწიფოს დესუვერენიზაცია, უკრაინული დამოუკიდებლობის სრული ფორმალიზება.  ამ მოთხოვნებით,  ფაქტობრივად,  უკრაინა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო,  წყვეტს არსებობას, რუსეთიდან სვამენ ხელმძღვანელს, ხდება ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის სრული დევალვირება და მისი დაყვანა ძალიან მიზერულ კომპონენტამდე, იმავდროულად,  საუბარია ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე. რთულია, ნეიტრალიტეტზე ელაპარაკო იმ სახელმწიფოს, რომლის არმიაც შენს ქვეყანას უტევს. უკრაინელები დიდი მსხვერპლის  ფასად ახერხებენ, რომ რუსეთის არმიას არათუ წინააღდეგობას უწევენ, ბევრ ეპიზოდში ამარცხებენ კიდეც . ამ სიტუაციაში არაადეკვატურად გამოიყურება ამ  მოთხოვნების წამოყენება. რუსული დიპლომატიისთვის ზოგადად დამახასიათებელია უხეში ვაჭრობის სტრატეგია - რომ მოითხოვო ყველაფერი, რათა მიიღო სასურველი. ამ მოთხოვნებიდან რომელიმე კომპონენტის დაკმაყოფილება რუსეთის ფედერაციისათვის, ალბათ, სრულიად მისაღები იქნებოდა,  რადგან პოლიტიკური მიზანი, რომელიც გააჩნდა რუსეთს,  ის უკვე დარღვეულია და ვერასდროს ვეღარ  შესრულდება,  გამომდინარე იქედან, რომ ნატო აღარ დაბრუნდება 1997 წლის პოზიციებზე და შესაბამისად, ნატოს გასვლა აღმოსავლეთ ევროპიდან  არის გამორიცხული. 

- იყო ასეთი მოსაზრებაც,  რომ ეს მოლაპარაკება შეიძლება ყოფილიყო  მანევრი, რომელსაც რუსეთი  გამოიყენებდა,  თქვენ როგორ ფიქრობთ?

- ეს არ ყოფილა მანევრი, რომელსაც ტაქტიკურად გამოიყენებდა რუსული მხარე.  პრაქტიკულად,  მოლაპარაკების პარალელურად მიდიოდა ძალიან მძიმე ბრძოლები, შესაბამისად,  ეს არ ყოფილა მანევრი,  რომ ტაქტიკურად გადაჯგუფებულიყო რუსული არმია.   მართალია, რუსეთი  ქმნის მოლაპარაკების ილუზიას, მაგრამ ეს არ არის მთლად ილუზია. რუსეთის ფედერაციაში, არ ვიცი, რას ეუბნებიან პრეზიდენტს, როდესაც ის ასეთი მოთხოვნებით გზავნის დელეგაციას მოლაპარაკებაზე. შესაძლოა, ისე,  როგორც მას ვიღაცამ შეუქმნა მოლოდინი, რომ ჩვენ შევალთ უკრაინაში და იქ ხალხი სიმღერით და ყვავილებით დაგვხვდება, როგორც განმათავისუფლებელ არმიას, ასევე არ  ეუბნებიან, რუსეთის პრეზიდენტს იმას, თუ რა ხდება სინამდვილეში. რატომ გვგონია, რომ პუტინის ხელქვეითები მას მიუტანენ რეალურ ინფორმაციას შეცდომების იმ კასკადის შესახებ,  რომელიც უკრაინასთან მიმართებით იქნა დაშვებული  და მის რისხვას დაიტეხენ თავზე?  ჩვენ ვნახეთ,  როგორი დამოკიდებულებაა ხელქვეითების მიმართ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის სერგეი ნარიშკინის მაგალითზე. რაც ჩვენ ვნახეთ ის იყო უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანაწერი და წარმომიდგენია, ისე იქ რა ხდებოდა.   

არ გამოვრიცხავ,  რომ რუსეთის პრეზიდენტი არ ფლობს ინფორმაციას და შესაბამისად,  მისი ხელქვეითები მალავენ იმ საბედისწერო შეცდომებს, რაც დაუშვეს უკრაონასთან მიმართებით. 

- ანუ, ფიქრობთ, რომ  ის მოტყუებული მოხუცია, რომელმაც არ იცის,  მის ირგვლივ რა  ხდება? ცოტა რთული დასაჯერებელია...

- რატომ გიკვირთ, პირველი  დიქტატორია ასეთი რუსეთში, ვინც არ იცის,  მის ირგვლივ რა ხდება? გავიხსენოთ სტალინი ბოლო წლებში, გავიხსენოთ ლენინი.  ყველა მმართველი რუსეთში თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში ზუსტად ამ მდგომარეობაში  იყო. დიქტატორებს ეს ჩვევიათ, რადგან, როგორც წესი,  ისინი შემოიკრებენ მლიქვნელ,  დაქვემდებარებულ, ყველაფერზე თავის დამქნევ ადამიანებს, რომლებიც არ აკეთებენ საქმეს, მაგრამ ყვებიან სისულეელებს.  ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რადგან არცერთი საერთაშორისო ურთიერთობათა თეორია რაციონალურად არ ხსნის ბოლომდე იმ გადაწყვეტილებას, რაც უკრაინაში ომის  დაწყება იყო. ეს არის პრობლემა,  რომ რაციონალური ახსნა ამას არ გააჩნია, ეს არის გონებისმიღმიერი, სუბიექტური გადაწყვეტილება. 

- ევროპაში ახალი წესრიგი ყალიბდება,  რა შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება საქართველოსთვის და რა გზავნილები მიდიოდეს  ამ დროს ქვეყნიდან და სინამდვილეში რა ხდება?

- დასავლეთში იწყებენ გაცნობიერებას იმისას და იმედია, საქართველოშიც შეძლებენ ამის გაცნობიერებას, რომ 2008 წელს  ჩვენ ვერ შევლებდით  ომის თავიდან არიდებას, იქედან გამომდინარე, რომ რუსულმა არმიამ გადმოლახა საქართველოს საზღვარი კონკრეტული მიზნით. რაც ტალიავინის კომისიის დასკვნაში ჩაიწერა მაშინ და ძალიან ბევრი წელი დაგვაკარგვინა ჩვენ, შესაბამისად,  უკვე ქარწყლდება და მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ იკვეთება ჩვენი სიმართლე.  ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დიპლომატიამ წარმატებით გაიაროს იმ ბეწვის ხიდზე,  რომელზეც გვიწევს გადასვლა.  ჩვენ ვხედავთ, რომ არ მმართველი კლასი და არც ოპოზიციური სპექტრი არ დგას მოწოდების იმ სიმაღლეზე, რაზეც უნდა იდგეს.  დღეს ინტერპარტიული ჯგუფები ხელისუფლებისა და ოპოზიციის მონაწილეობით, გამომდინარე იქედან, რომ ამ ხალხს ყველას აქვს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე,  უნდა იკრიბებოდეს და მსჯელობდეს შექმნილ საკითხებზე დახურულ კარს მიღმა.  უნდა ვიმსჯელოთ იმაზეც,  თუ როგორ იცვლება უსაფრთხოების გარემო ევროპისთვის და სახრეთ კავკასიისთვის, სად ვართ ჩვენ, რა საფრთხეები გვემუქრება და საფრთხე გვემუქრება ძალიან ბევრნაირი,  სამწუხაროდ. უკრაინის შემდეგ ჩვენ ვართ ეპიცენტრში. უნდა ვმსჯელობდეთ იმაზე,  რამდენად მედეგია ჩვენი სახელმწიფო ამ საფრთხეების მიმართ. ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ,  პოლარიზაცია პიკს აღწევს, ყველაფერზე ხდება გულსატკენი დაპირისპირებები, პოლიტიკური კლასი, როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია, არ ფიქრობენ ქვეყნის მომავალზე,  მათ როგორც საკუთარი,  ასე სხვა ქვეყნის ტრაგედიები  პოლიტიკურ შოუდ აქციეს. 

ჩვენ ან ვმუშაობთ ერთად,  რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, ან არ გვაქვს ქვეყანა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად საერთაშორისო ურთიერთობების ორი ფუნდამენტი, სახელმწიფოს სუვერენიტეტი და სახელმწიფოს არსებობის უფლება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.  აქ უკვე ხუმრობა აღარ არის და იმაზე ლაპარაკი, რომ დამოუკიდებელ ქვეყანას ვეღარ შეეხებიან, აქედან გამომდინარე, ჩვენ ან შევდგებით როგორც სახელმწიფო, ან საბოლოოდ გავქრებით. 

- როგორ  როგორ წარმოგიდგენიათ დიალოგი, როდესაც ხელისუფლების პირველი პირი ასეთ ხისტ განცხადებებს აკეთებს?

- პრობლემაც ამაშია,  რომ არამარტო ხელისუფლებაში, ყველგან აკეთებენ ამ განცხადებებს.  როდესაც პრემიერ-მინისტრი ხარ,  გევალება,  რომ შენი სიტყვა იყოს იმდენად აწონილი, რომ შენი გადაწყვეტილება შენს სასარგებლოდ მოქმედებდეს, როგორც ქვეყნის შიგნით,  ასევე ქვეყნის გარეთ.  ეს რასაც აკეთებს, ეს არის საშუალო დონის სოფლის გამგებლის დონეზე ჭორაობა, ეს არ არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის  გამოსვლა. აქ საუბარია არა შინაარსზე, არამედ ფორმაზე. არ შეიძლება, რომ ყველაფერი დაიყვანო ვიწროპარტიულ დაპირისპირებამდე. ამდენი წელია,  ადამიანი პოლიტიკაშია და ელემენტარულად,  მოიქცეს პოლიტიკოსივით.  ნაცვლად იმისა, რომ დღეს პრემიერი თვითონ მოუწოდებდეს პარტიებს, რომ დასხდნენ და იმუშავონ მასთან და მთავრობის სხდომაზე დაკავებულია  სატელევიზიო ჭორაობით... 

- „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ბრალს სდებს, რომ ისინი შექმნილ ვითარების ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობენ, თქვენ რას ფიქრობთ? 

- მეორე მხარესაც უნდა შევხედოთ, მეორე მხარეც დაკავებულია პოპულიზმით. მთავრობამ და ოპოზიციამ ეროვნული ტრაგედიები გადააქციეს პოპულიზმის ერთგვარ ინსტრუმენტად, სავაჭრო ბრენდად, ოკუპაცია გახადეს სასპეკულაციო თემად.  არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია,  უკლებლივ ყველა ასეთი გვყავს. წესით, ნებისმიერ ოკუპაციას უნდა სდევდეს თან ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა. ჩვენ ეს მოძრაობა ვერ შევქმენით, დღის წესრიგი არ გვაქვს.  არ გვაქვს ღრმა დისკუსიები, ელემენტარულად რომ ვიკითხოთ,  რამდენი მეცნიერი და მკვლევარი იკვლევს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პოლიტიკურ დღის წესრიგს ქვეყანაში? გვყავს ამ რეგიონების ექსპერტები,  მკვლევარები? პოლიტიკურ დონეზე მიდის ამ თემაზე დისკუსიები? რუსეთს რამდენი ვიკვლევთ ქვეყანაში?  ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა, ჩვენ სიღრმისეულად ცოდნაზე დაფუძნებულ პოლიტიკას არ ვაწარმოებთ, ცოდნის გარეშე პოლიტიკა კი,  ესაა ჩვეულებრივი პოპულიზმი. 

- ხელისუფლებას და ოპოზიციას განსხვავებული პროგნოზები და მოლოდინები აქვთ ომთან მიმართებით, ამითაც ხომ არ აიხსნება მათი დაპირისპირება?

-არავინ  თხოვს არც მთავრობას და არ ოპოზიციას ამ ომის პროგნოზებს.  მთავრობას და ოპოზიციას ევალება ერთადერთი რამ დააფიქსირონ, რომელ მხარეს არიან, არიან ომის დანაშაულის, აგრესიის მხარეს და ამართლებენ ამას,  თუ არ ამართლებენ. ამის მიღმა შეეშვან ამ პროგნოზების გაკეთებას,  მითუმეტეს,  ეს პროგნოზები არის აბსოლუტურად დაცლილი ყოველგვარი მყარი საფუძვლისგან. არსებობს ასეთი ტერმინი - „ომის ნისლი“, დღემდე არ ვიცით, ეს ომი როგორ დასრულდება, უკრაინა არ არის საქართველო, რომ იქ რამდენიმე დღეში დამთავრდეს ომი, შესაბამისად, ჩვენ კიდევ არ ვიცით,  როგორ გაგრძელდება ეს ომი, სად წავა და რა შედეგებით დასრულდება, არ ვიცით, მივა თუ არა მესამე მსოფლიო ომამდე. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით მეტად გამოჩნდება პასუხის სავარაუდო კონტურები. ამიტომ,  ნუ ვასწრებთ მოვლენებს და ნუ დაემსაგავსებიან ჩვენი პოლიტიკოსები,  ეზოებში ლუდის ბოთლით ხელში რომ განიხილავენ მეზობლები გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს,  დაახლოებით იმ ტონალობაში - „რას ამბობ, რუსეთს მოერევი შენ?“  და მეორე მხარეს - „რას ამბობ, რუსეთის საქმე დამთავრებულია, რუსეთი დაიშლება“. ეს დონის დიალოგი მიდის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ასე რომ არ ილაპარაკონ, ამიტომ უნდა უსმინონ სპეცსამსახურს, უსაფრთოების საბჭოს,  აკადემიურ სექტორს  და უნდა უსმინონ ერთმანეთს. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები