უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა 9 166 ჯარისკაცი დაკარგა.
მისივე ცნობით, დანაკარგის ზუსტ დათვლას ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს, სავარაუდო მონაცემები კი ასე გამოიყურება:
პირადი შემადგელობა – 9 166 ადამიანი, 251 ერთეული ტანკი, საბრძოლო ჯავშანტექნიკა – 939; 105 ერთული საარტილერიო სისტემა, 50 ერთეული სარაკეტო რეაქტიული სისტემა, 18 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 33 თვითმფრინავი, 37 ვერტმფრენი, 404 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, 2 მსუბუქი კატარღა, 60 საწვავის ავზი, 3 ტაქტიკურ-ოპერატიული უპილოტო საფრენი აპარატი.