რუსული დამოუკიდებელი არხის "დოჟდის" ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი არ შემოუშვეს.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟურნალისტი საქართველოს საზღვრიდან, სავარაუდოდ, 5 მარტს გააბრუნეს და ის მარტო არ იმყოფებოდა. 

თავად ჟურნალისტი რუსეთში ჟურნალისტების მიმართ მომეტებული საფრთხის გამო კომენტარისგან თავს იკავებს. 

"დოჟდის“ ჟურნალისტების ნაწილი ცდილობს დატოვოს რუსეთი მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეაჩერა 3 მარტს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები დააწესა, რამაც დამოუკიდებელ მედიას გაურთულა ომის გაშუქება. ინფორმაციის, რომელსაც კრემლი „ფეიკად“ მიიჩნევს - გავრცელებისთვის, ადამიანი შეიძლება დაისაჯოს მსხვილი ჯარიმით ან პატიმრობით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები