ოთარ შამუგია - ვალდებულები ვართ კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების, ფერმერების, მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე

ჩვენი ხელისუფლების ყველა შტოს მიერ არის გაცხადებული, რომ ჩვენ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ეს ცალსახაა და ერთი საკითხია, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

"რაც შეეხება, სავაჭრო ურთიერთობებს, რომელიც არის რუსულ მხარესთან, ეს ურთიერთობები არსებობს ამ ეტაპზე და ჩვენ ვალდებულები ვართ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ფერმერების, ჩვენი მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა ამ საკითხს და შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა შამუგიამ.

მისივე თქმით, რძის პროდუქციის ექსპორტზე მუშაობა 2020 წელს, კონკრეტული კომპანიების თხოვნითა და მომართვის საფუძველზე დაიწყო.

"ამაზე ბევრი სპეკუაცია მოვისმინეთ. ამ საკითხზე მუშაობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წელს, კონკრეტული კომპანიების თხოვნით, მათი მომართვის საფუძველზე დაიწყო. ამის შემდეგ, ჩვენ, გარდა იმისა, რომ გარკვეული ინფორმაციებისა და დოკუმენტების მიწოდებისა, რაც საჭირო იყო ამ პროცესისთვის, არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი რუსეთის მხრიდან, რომ ამ კომპანიებისთვის დაშვებული იქნება მათი ბაზარი. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ სურსათის სააგენტოს უფროსს ჰქონდა კომუნიკაცია რუსულ მხარესთან - ეს კომუნიკაცია შედგა რამდენიმე დღის წინ, რუსული მხარის ინიციატივით, მათი მომართვით, რომ ისინი მზად არიან, ბაზარზე დაუშვან 15 კომპანია. მანამდე, 2020 წლიდან, მიმდინარეობდა ეს პროცესი. დიახ, კომუნიკაცია შედგა და რუსული მხარისგან იყო მოწოდებული ინფორმაცია, რომ ამ 15 კომპანიის პროდუქცია დაშვებული იქნება რუსულ ბაზარზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები