დევნილ მრავალშვილიან დედებს უფასო ამბულატორიული გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილის) დედებს საოჯახო მედიცინის ცენტრ „აფხაზეთში'' უფასო ამბულატორიული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებმა სხვადასხვა მომსახურებით ისარგებლეს: ოჯახის ექიმის კონსულტაცია; კარდიოლოგის კონსულტაცია;  ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია; ნევროლოგის კონსულტაცია; პედიატრის კონსულტაცია; სისხლის საერთო ანალიზი; შაქრის განასაზღვრა სისხლში; ექოსკოპია (მუცლის ღრუ, გინეკოლოგიური); ელექტროკარდიოგრაფია;

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მრავალშვილიან დედებს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებების სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ.

პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები