ხათუნა ლაგაზიძე - საქართველოს ხელისუფლება მომენტს ელოდება, რომ რუსეთთან ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკება დაიწყოს

საქართველოს ხელისუფლება მომენტს ელოდება, რომ რუსეთთან ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკება დაიწყოს, - ამის შესახებ  პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინის მიერ ნატოს სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში, პრორუსული ძალები შეძლებენ უფრო თამამად დაიწყონ ნეიტრალურ სტატუსზე ლაპარაკი.  

"საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს,  რომ დრო მასზე მუშაობს.  დღეს და გუშინ კიდევ ერთხელ გაისმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, მათგან, ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობს,  რომ უკრაინა განიხილავს ყველა შესაძლებლობას, გარდა იმისა, რომ დონბასი და ლუგანსკი აღიარებული იქნებს მის საზღვრებს გარეთ, ეს ნიშნავს, რომ  მათ შორის ნატოს გარეშე სტატუსი შესაძლოა, განხილვის საგანი იყოს. საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამას ელოდება, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკება დაიწყოს.  საქართველოს ხელისუფლებაც ჩათვლის, რომ მას მძიმე ტვირთი მხრებიდან მოეხსნა და  რუსეთს უფრო თამამად შესთავაზებს ამ ნეიტრალურ სტატუსს“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ. 

პოლიტოლოგი აღნიშნავს,  ამან, შესაძლოა, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი მიგვიყვანოს. 

"საქართველოს ხელისუფლება  ფიქრობს, რომ უკრაინისა და საქართველოს მოსახლეობის თვალში დასავლეთის  იმიჯი დარტმას მიიღებს. ამით მას, რუსეთის  გავლენის პირდაპირ აგენტებს და მეხუთე კოლონას შესაძლებლობა მიეცემათ თქვან,  რომ ნატომ ზურგი უჩვენა უკრაინას  და წავედით ახლა ჩვენ ნეიტრალიტეტზე. ამის გასამყარებლად საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას შესთავაზებს იმ ეკონომიკურ ბენეფიტებს, რომელიც დღეს რეალურად მას კაპიტულაციას ეთვლება, მაგრამ ეს არის უდიდესი რისკი და გამოწვევა საქართველოსთვის, ეს აუცილებლად მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებას, ამას მოყვება, დიდი ალბათობით, სამოქალაქო დაპირისპირება, კიდევ ერთხელ მივიღებთ იმ რეალობას, როდესაც რუსეთი საქართველოში ქართველების ხელით მიაღწევს -  ქართველებს ერთმანეთთან დაპირისპირებას. ეს არის უკიდურესი სცენარი მოვლენების განვითარების, მაგრამ საჭიროა ყველა  ამ სცენარის განხილვა, რომ და ყველა რისკი და  გამოწვევა გავთვალოთ და დავსახოთ ამ ქვეყნის გადარჩენის სტრატეგია, რომ არ აღმოვჩნდეთ სრულიად მიუმზადებლები იმ დროისათვის, როდესაც აქტიურ ფაზაში გადავა ეს სცენარები“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები