პატრიარქი - დღეს ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს, თბილსა და ბავშვივით გულწრფელ გუჯა ბურდულს

საქართველოს საპატრიარქო მსახიობ ელგუჯა (გუჯა) ბურდულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"დღეს ვემშვიდობებით ყველასთვის საყვარელ პიროვნებას, გამორჩეულ ქართველს, ლომისის ერთგულ ყმას, სიონის საკათედრო ტაძრის ძველ სტიქაროსანს, თბილსა და ბავშვივით გულწრფელ ელგუჯა (გუჯა) ბურდულს.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა და ბატონ ელგუჯასთვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მსახიობი ელგუჯა (გუჯა) ბურდული 81 წლის ასაკში 5 მარტს გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები