მამუკა არეშიძე - რუსეთის თავდაპირველი გეგმა წარუმატებელი გამოდგა, ახლა ბრძოლის უფრო სასტიკ, სირიულ მეთოდზე გადავიდნენ

რუსეთის თავდაპირველი გეგმა წარუმატებელი გამოდგა, ახლა შეცვალეს ტაქტიკა და ბრძოლის უფრო სასტიკ,  სირიულ მეთოდზე გადავიდნენ, - ამის შესახებ  Front News-ს ექსპერტმა  კავკასიის საკითხებში  მამუკა არეშიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ახლა უკრაინაში წყდება როგორც საქართველოს, ასევე პოსტსაბჭოთა სამყაროს ბედი. 

"რუსეთის თავდაპირველი გეგმა,  წარუმატებელი გამოდგა,  რუსებმა ვერც ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი მხარდაჭერა მოიპოვეს, ვერც დასავლეთის შეჩერება შეძლეს, რაც ყველაზე უცნაურია, ვერ საკუთარი საბრძოლო რესურსი გამოიყენეს ისე,  როგორც თავიდან ფიქრობდნენ. სხვათაშორის ანალოგიური მოხდა 2008 წლის 5-დღიან ომშიც კი,  საკუთარი საბრძოლო რესურსი არასწორად იქნა გამოყენებული, ამას ომის შემდეგ რუსი სამხადრო ანალიტიკოსები ხშირად წერდნენ ხოლმე. 

ახლა უკვე შეცვალეს ტაქტიკა და გადავიდნენ სირიულ მოდელზე, რაც  გულისხმობს ბრძოლის  უფრო სასტიკ მეთოდებს,  პირდაპირ  მოსახლეობის განადგურებაზე გადავიდნენ, თუმცა წინ მაინც ვერ მიდიან.  სურათი ასეთია, რომ ვერ რუსები  იმარჯვებენ და ვერც უკრაინელები. 

პუტინმა მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ისტორიაში ვერავინ - უკრაინელი ხალხი გააერთიანა.  ბევრისთვის წარმოუდგენელი რამ მოხდა უკრაინის არმიის მომზადებასთან დაკავშირებითაც.  არავის ეგონა, რომ უკრაინის არმიას ასეთი  შედეგები ექნებოდა. ჩანს,  რომ ამ 8 წლის განნმავლობაში უკრაინელებმა მოახერხეს მობილური საბრძოლო ერთეულების შექმნა, ისეთი,  რომელიც რუსებისაგან განსხვავებით თანამედროვე ომის მეთოდოლოგიას კარგად ფლობს და შესაბამისი შედეგიც აქვს“, - განაცხადა არეშიძემ.   

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი აბსოლუტურად სწორად იქცევა. 

"ობიექტურად რომ მივუდგეთ უკრაინის გამარჯვება ნიშნავს ჩვენ გამარჯვებას, დღეს უკრაინაში წყდება პოსტსაბჭოთა სივრცის მომავალი. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ  ზელენსკი აბსოლუტურად სწორად იქცევა, იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე დასავლეთს შეუძლია. მან კარგად იცის, რომ ვერავითარ უკრაინის  ცას დასავლეთი ვერ დახურავს, მაგრამ ეს არის განუწყვეტელი ჟესტი იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლური საზოგადოებები გრძნობდნენ პასუხისმგებლობას უკრაინის მიმართ და შესაბაბამისად მოქმედებდნენ თავიათ პოლიტიკოსებზე“, - განაცხადა არეშიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები