პაატა გაფრინდაშვილი - რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ქიმიური და სხვა აკრძალული იარაღი და ამ მსხვერპლის ფასად სცადოს კიევის აღება

რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ქიმიური  და სხვა აკრძალული იარაღი და ამ მსხვერპლის ფასად სცადოს კიევის აღება, - ამის შესახებ რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა, დიპლომატმა პაატა გაფრინდაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით,  მიუხედავად პუტინის  გაბოროტებული მცდელობისა,  რუსეთი,  დიდი მსხვეპლის ფასად, მაგრამ მაინც დამარცხდება. 

"ყალბი პათეტიკის გარეშე ვიტყვი, საბოლოო ჯამში, ცალსახაა, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდება.  რა მსხვერპლის ფასად,  ეს მეორე საქმეა, სხვათაშორის,  არა მარტო უკრაინული მშვიდობიანი მოსახლეობის და ჯარისკაცებს შორის, არამედ უზარმაზარი მსხვერპლი იქნება  რუსული არმიის მხრიდანაც, საბოლოო ჯამში ის მაინც დამარცხდება.

მიუხედავად იმ  დიდი დანაკარგებისა, რასაც  რუსული არმია განიცდის,  კიევის მიმართულებით კიდევ  5 კილომეტრით წაიწიეს წინ.  ჩვენ ვიმყოფებით ახლა სიტუაციაში, როდესაც პროგნოზორება ძალიან რთულია, მაგრამ რამდენიმე სცენარს აქვს არსებობის უფლება. შესაძლოა, კიევი აიღოს, არის პირდაპირი მითითება დასავლეთის ქვეყნების, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ქიმიური იარაღი და სხვა აკრძალული იარაღი, და ამ მსხვერპლის ფასად სცადოს კიევის აღება. შესაბამისად, დაიწყოს მცდელობა მთელი უკრაინის ოკუპაციის. 

თუმცა,  გრძელვადიან პერსპექტივაში მას გამარჯვება არ უწერია, აშშ-ის სამხედრო დოქტრინის მიხედვით, ქვეყნის ოკუპაცია,  პარტიზანული ბრძოლების გათვალისწინებითაც,  რომ მოახდინო,  ათას მოსახლეზე საჭიროა 20-დან 25-მდე ჯარისკაცი, რუსეთს ამის რესურსი, რაც უნდა გაგვიკვირდეს, არ გააჩნია. წინასწარი გათვლებით, მისი შესაძლელობა 4 ან 5 ჯარისკაცის ფარგლებშია. ის თუ შეეცდება უკრაინის ოკუპაციას, ნამდვილად მარცხი უწერია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ  დამანგრეველ ეკეონიმიკურ ეფექტზე, რომელსაც ის უკვე განიცდის  ეკონომიკური სანქციების გამო“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა. 

რაც შეეხება უკრაინის „ცის დაკეტვას“, გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ არ აქვს ამის მოლოდინი. 

"არ მგონია,  ნატომ და აშშ-მა ეს გააკეთონ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მიიღოს ანტისარაკეტო სისტემები და მოხერხდეს მისთვის მიგ-29 გამანადგურებლების გადაცემა“ - განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები