ალექსანდრე ბარამიძე - მჯერა, უკრაინის ომი დამთავრდება ახალი ნიურნბერგის პროცესით რუსეთის მმართველებისთვის

მჯერა,  უკრაინის ომი  დამთავრდება ახალი ნიურნბერგის პროცესით რუსეთის  მმართველებისთვის,  - ამის შესახებ  Front News-ს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ  ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა. 

მისი თქმით,  2008 წლის ომის დამნაშავეების შესახებ ჰააგის პროკურატურის გადაწყვეტილებას  ახლა  მორალური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დადგება დრო,  რომ ამას პოლიტიკური და  სამართლებრივი შედეგიც ექნება.

"მოლოდინი იმისა, რომ რუსეთი ამ ხალხს გადასცემს ჰააგის სასამართლოს, რა თქმა უნდა, არავის აქვს, მაგრამ მას შემდეგ რაც ომი დასრულდება, და ჩემი აზრით, ომი რუსეთის ფიასკოთი დასრულდება,  ვითარება შეიცვლება. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია, თუნდაც ამ წუთას მორალური თვალსაზრისით მხოლოდ, მაგრამ მომავალში ამას პოლიტიკური და სამართლებრივი შემადგენელიც ექნება“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით,  ჰააგის პროკურატურის გადაწყვეტილება უკრაინის მოვლენებმა გარკვეულწილად  დააჩქარა. 

"2008 წლის ომის საკითხი უკრაინის მოვლენებმა გარკვეულწილად  აქტუალური გახადა, დღეს ყველა ლაპარაკობს უკვე იმას, რომ თავის დროზე რუსეთის აგრესიას საქართველოს მიმართ ადეკვატური შეფასება არ მიეცა, სპეკულაციები  იმაზე, რომ საქართველომ დაიწყო ომი, დღევანდელი გადასახედიდან უკვე სასაცილოდ მოჩანს. ის რა უკრაინაში ხდება,  ცხადია, ბევრად უფრო დიდ მასშტაბშია, თუმცა ანალოგიები აშკარაა, ამიტომ უკრაინის ამბები რომ დააჩქარებდა საქართველოსთან დაკავშირებით ჰააგაში პროცესებს, ამის მოლოდინი მქონდა.  მჯერა, უკრაინის ომი  დამთავრდება ახალი ნიურნბერგით რუსეთის  მმართველებისთვის,  ვინც იმ დროისთვის ცოცხალი იქნება“,- განაცხადა ბარამიძემ.

ჰააგის ტრიბუნალმა 10 მარტს აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები