დავით ზურაბიშვილი - რუსებს სამხედრო დახმარების რესურსი ბევრად ნაკლები აქვს, სამაგიეროდ უკრაინის დახმარება იზრდება

სირიელი მებრძოლები მასობრივად რომ წამოვიდნენ და უკრაინაში იბრძოლონ არ მგონია, თვითონ სირიაში ომია, - ამის შესახებ Fron News-ს პოლიტიკის ანალიტიკოსმა, „რესპუბლიკური პარტიის“  ყოფილმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის წარმატების შანსი უკვე დაკარგულია. 

"პირველი - ვერ შედგა ბლიცკრიგი,  ბევრი ექსპერტის პროგნოზის მიუხედავად,  მეორე - შეიკრა უკრაინელი ერი, აღმოსავ;ეთ უკრაინაშიც, სადაც რუსეთისადმი გარკვეული ლოიალობა იყო,  რუსის დანახვა აღარ მოუნდება ვინმეს. 

კიდევ ერთი შედეგი ის არის,  რომ დასავლეთისთვის, რომლისთვისაც რუსეთი ნაკლებად იყო მთავარი საფრთხე და უფრო  ჩინეთზე ჰქონდათ აქცენტი გადატანილი, დაუბრუნდნენ რაღაც ცივი ომისდროინდელ მდგომარეობას, კვლავ წარმოჩნდა რუსეთი, როგორც ნომერ პირველი საფრთხე.  ეს არის რასაც ვხედავთ, და რა თქმა უნდა, ეს აჩქარებს რუსეთის ფიასკოს.  დღეს რუსეთი ექცევა ისეთ იზოლაციაში, საბჭოთა კავშირის დროსაც რომ არ ყოფილა. ეს თვითონ რუსეთისთვისაც არ დამთავრდება კარგად, ვფიქრობ, ძალიან სერიოზულად დაიწყება  რუსეთის შიგნით რღვევის პროცესი. 

სამხედრო თვალსაზრისით ეჭვი მეპარება, რომ რუსეთმა რაიმე უპირატესობას მიაღწიოს, თუმცა  დიდ მსხვერპლს გამოიწვევს. რაც შეეხება სირიელ ან სხვა მებრძოლებს, რუსებს სამხედრო დახმარების რესურსი  ბევრად ნაკლები აქვს.  სირიელი მებრძოლები რომ წამოიყვვანოს, სირიაში ომია, ბაშარ ასადმა აქეთ თუ გამოუგზავნა ათასობით მებრძოლი, იქ ვინღა იომებს? თვითონ რთული მდგომარეობა აქვს თურქეთთან, ისლამურ სახელმწიფოსთან, ბევრი სხვა დაჯგუფებებია, ასე ცალსახად, რომ სირიელი მებრძოლები წამოვიდნენ და უკრაინაში იბრძოლონ,  არ მგონია, სამაგიეროდ უკრაინის დახმარება იზრდება, ვფიქრობ, რომ სამხედრო დახმარების კომპონენტიც კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები