უკრაინის სპეცსამსახურები ოკუპანტების მიერ გატაცებული მელიტოპოლის მერის ივან ფიოდოროვის გასათავისუფლებლად ზომებს იღებენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ის კვლავ რუსი დამპყრობლების ხელშია, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა.
"ამ ეტაპზე ვიცით, რომ ის რუსეთის საოკუპაციო ძალების ხელშია. ჩვენი სპეცსამსახურები იღებენ გარკვეულ ზომებს მის გასათავისუფლებლად", - განაცხადა იენინმა.
ივან ფიოდოროვი ოკუპანტებმა 11 მარტს გაიტაცეს და წუხელ მელიტოპოლის ახალ „მერად“ ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენელი გალინა დანილჩენკო გამოაცხადეს.