ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს

ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს

ოზურგეთის მერიას ორგანიზაცია “ალტ-ინფოსთვის” საოფისე ფართი არ გადაუცია და არც ქირავნობაზე გაუცია თანხმობა - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. 

“ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს ოზურგეთში, ჭავჭავაძის 12 ნომერში მდებარე ფართი (რომლის დაქირავებაც სავარაუდოდ, ორგანიზაცია “ალტ-ინფოს” სურდა) ეკუთვნის მერიას - არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია.

სინამდვილეში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული საკუთრების დამადასტურებული დოკუმენტი, ჭავჭავაძის 12-ში მდებარე სხვა ფართს ეხება. ვასაჯაროვებთ ამის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტებს და ფოტოს. ოზურგეთის მერიას აღნიშნული საკუთრება ორგანიზაცია “ალტ-ინფოსთვის” არც გადაუცია და არც ქირავნობაზე გაუცია თანხმობა“ - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები