ლევან ალაფიშვილი - შეუძლიათ ან საკონსტიტუციოს მიმართონ, ან იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სცადონ და მორიგი სამართლებრივი და პოლიტიკური სირცხვილიც არ დაახანებს

კობახიძეს და სხვა კონსტიტუციონალისტებს შეუძლიათ ან  საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, ან  იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სცადონ და მორიგი სამართლებრივი და პოლიტიკური სირცხვილიც  არ დაახანებს, - ამის შესახებ  Fron News-ს   კონსტიტუციონალისტმა  ლევან ალაფიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს მართლაც აქვს შეზღუდვა, თუმცა პირადი ურთიერთობებისა და  შეხვედრების უფლება მისთვის არავის ჩამოურთმევია. 

"2017 წლის კონსტიტუციური ცვლილებებით, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი სიმბოლურ ფიგურად აქცია. ის არის სრულად დამოკიდებული მთავრობასა და პრემიერზე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ პირადი ურთიერთობებით და შეხვედრებით კონსტიტუცია ირღვევა.  

პრეზიდენტი სახელმწიფო მეთაურია და კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით  გარანტირებული აქვს პირადი ცხოვრებისა და პირადი შეხვედრებისა და  ურთიერთობების  უფლება.  მის ამ უფლებაში ვერავინ ჩაერევა. ვინმეს ხელები თუ გაურბის, რომ იპოვოს რამე სამაგიეროს გადასახდელად, ფუჭი მცდელობაა. 

მოვუწოდებ, შეეგუონ იმას, რომ კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, შეზღუდული უფლებამოსილების ფარგლებშიც კი,  პრეზიდენტს შეუძლია პოლიტიკური მნიშვნელობისა და არა სახელმწიფოებრივი ქმედებების განხორციელება, რომელიც შეიძლება ფორმალურად გაფორმებულ გადაწყვეტილებაზე მეტიც იყოს. 

კობახიძეს და სხვა კონსტიტუციონალისტებს შეუძლიათ  ან მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, ან დაიწყონ, ან უბრალოდ,  სცადონ  იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, თუ თვლიან,  რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, დაიწყონ და მორიგი სამართლებრივი და პოლიტიკური სირცხვილიც  არ დაახანებს“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ  მას უარი ეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე, თუმცა საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. ამის პასუხად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტრმა სავარაუდოდ, კონსტიტუცია დაარღვია, რაშიც გაერკვევიან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები