შალვა ნათელაშვილი - ივანიშვილის რეჟიმი პუტინისა და ლუკაშენკოს მოკავშირეა უკრაინის წინააღმდეგ ომში

ივანიშვილის რეჟიმი პუტინისა და ლეკაშენკოს  მოკავშირეა უკრაინის წინააღმდეგ ომში,  - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თამჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცახადა. 

მისი თქმით, პარლამენტში გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ახმოვანებდა. 

"დღეს ქვეყანამ ტრიბუნაზე სალომე ზურაბიშვილის სახით იხილა დედალი ივანიშვილი, არც მეტი, არც ნაკლები, ტრიბუნაზე იდგა ივანიშვილის სამეტყველო და საცნობიერო აპარატი, თუ გააჩნია ასეთი, ოღონდ უბნობდა ე.წ. პრეზიდენტის პირით. 

ქართველი ხალხის ასეთი ერთგულებისა უკრაინელი ხალხის მიმართ და ქუჩაში გამოხატული დიდი სიყვარულისა და სოლიდარობისა, საუბედუროდ, სახელმწიფო ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ეს დანაშაულებრიცი რეჟიმი არის პუტინის მოკავშირე უკრაინის წინააღდეგ ომში.  მოკავშირეა ივანიშვილის რეჟიმი პუტინისა და ლუკაშენკოსი უკრაინის წინააღმდეგ ომში, აღარ მინდა ჩამოვთვალო როგორ პირველებმა განაცხადეს უარი სანქციებზე, თანაც მკვეთრი ფორმით, თითქოს ერთიანი მთლიანი ქვეყანა ვიყავით და რუსეთს წკიპურტი არ წამოურტყამს ჩვენთვის, გაუხსნეს გზა სახმელეთო,  საჰაერო, სატვირთო,  საკომუნიკაციო და ყველანაირი.  

ის ნახევარი მილიარდი, რომელიც გადაირიცხა რუსულ კომპანიებზე საქართველოს ბიუჯეტიდან, ეს არ არის სანქციების წინააღმდეგ მუშაობა?  გრძელდება რუსული კომპანიების რეგისტრაცია,  იგივე ქურდი ინჯიას გამოსვლა პარლამენტის სხდომაზე, რომელმაც მოითხოვა პარლამენტის სხდომაზე რუსულ საგადახდო სისტემასთან „მირთან“ მიერთება და მისთვის სანქციების გაუქმება, რომ თავისუფლად მომხდარიყო იმ შავი ფულის გათეთრება. თქვენ გგონიათ, რომ  ეს ივანიშვილის დავალების გარეშე მოხდა? ეს რომ ივანიშვილის დავალების გარეშე მომხდარიყო, ინჯიას მიერ მოპარული 800 მილიონი, რომელიც ჩვენგან წაიღო, აორთქლდებოდა და მას დაიჭერდნენ, რამდენი მაგალითია ამის. ამიტომ ეს ყველაფერი ფაქტია.  შექმნილ ვითარებაში საქართველოს  ბოროტი და საშიში  მტერი,  ივანიშვილი არ ივიწყებს, რომ მას სჭირდება გადარჩენა და დასავლეთის სანქციებისგან თავის  დაძვრენა, მაგრამ მას სჭირდება პუტინის მოკავშირეობა და კეთილი განწყობა, ამისათვის მან პუტინის გულის მოსაგებად აალაპარაკა, ე.წ. პრემიერი ღარიბაშვილი, რომელმაც შეიძლება ითქვას პესკოვზე უარესი განცხადებები აკეთა რუსეთის სასარგებლოდ, როდესაც მთელი მსოფლიო ლამის ერთ ბანაკშია, იმისათვის კი რომ დასავლეთში პასუხი არ მოეთხოვათ იქ გააგზავნა სალომე ზურაბიშვილი, პროდასავლური მოთხოვნებითა და ტექსტებით. 

როდესაც დაურეკეს მოსკოვიდან და უთხრეს, ეს მისი ჩამოყვანილი და მილიონერად გადაქცეული პენსიონერი სალომე ზურაბიშვილი რას სჩადის და ლაპარაკობს ბრიუსელში და პარიზშიო, დღეს ათქმევინეს სალომე ზურაბიშვილს, რომ თითქოს მთავრობა წინააღმდეგი იყო პარიზსა და ბრიუსელში მისი ვიზიტის. თქვენ ტექსტი ნახეთ პრეზიდენტმა რა თქვა, ოპოზიცია აშავებს ქვეყანას ვაშინგტონში, ბრიუსელში და კიდევ სხვაგან“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

მისი თქმით,  ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა  აშშ-ში აქვთ გაგზავნილი. 

„გაშავებაში იგულისხმება, რომ ჩვენ გვაქვს გაგზავნილი მოთხოვნა აშშ-ს კონგრესთან, სენატთან და პრეზიდენტ ბაიდენთან ივანიშვილის დაუყოვნებლივ სანქცირების მოთხოვნით.  ეს ამ კონფლიქტს უნდა შეეწიროს, ეს სიმსივნე, ეს მეტასტაზა საქართველომ თუ არ მოიცილა,  უკრაინაში ადრე თუ გვიან დამთავრება ეს ომი,  და ასე თუ ისე, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს, მაგრამ ივანიშვილი თავისი დინასტიით, თავისი მამაცაშვილებით, კალაძეებით, ბერებით, თავისი ბანდით დარჩება“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები