spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბადრიძე – ნეიტრალიტეტის სახელით რუსეთის პოზიციის გამხმოვანებლები ითხოვენ, რომ რუსეთის მსხვერპლი არ იყოს დაცული მოკავშირეებით

ნეიტრალიტეტის სახელით რუსეთის პოზიციის გამხმოვანებლები ითხოვენ,  რომ რუსეთის მსხვერპლი არ იყოს დაცული მოკავშირეებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა  გაერთიანულ სამეფოში,  რონდელის ფონდის მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ნეიტრალიტეტის მოთხოვნა არის ერთგვარი ხრიკი რუსეთის სასარგებლოდ.

 

“ნეიტრალიტეტის შესახებ საუბრობენ რუსეთის მოკავშირეები, როგორც წესი, რუსეთის პოზიციის გამხმოვანებლები საქართველოში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსეთის ამოცანაა, ის ქვეყნები, რომელთა უკან დაბრუნებას, ხელახლა დაპყრობას ის ცდილობს დატოვოს გარე დახმარების, მოკავშირეების გარეშე. სხვას არაფერს ემსახურება ეს ერთაგვარი ხრიკი. 

 

საფუძველი ამის  არის არა კრემლის და რუსეთის შეშფოთება თავისი გარე  უსაფრთხოების გამო, არამედ იმის გამო, რომ მისი მეზობლები ადრე თუ გვიან შეიძლება გაწევრიანდნენ ნატოში. რუსეთი რეალურად მოითხოვს, რომ მისი მსხვერპლი არ იყოს დაცული მოკავშირეებით და მით უფრო,  მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული თავდაცვითი ალიანსის გარანტიებით“, – განაცხადა ბადრიძემ. 

 

მისივე თქმით,  რუსეთი, რომელიც უკრაინასთან სისხლისმღვრელ ომს აწარმოებს, ამ ქვეყანას ნეიტრალიტეტის აღიარებასა და ნატოს წევრობისაკენ მისწრაფებაზე უარის თქმას თხოვს, ანალოგიური მოთხოვნა აქვს აგრესორ ქვეყანას საქართველოსთანაც.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები