მამაკაცი, რომელიც უკრაინაში კონტრაბანდული სიგარეტის შეტანას ცდილობდა, დიპლომატის მეუღლეა

თბილისი: მამაკაცი, რომელიც უკრაინაში კონტრაბანდული სიგარეტის შეტანას ცდილობდა, დიპლომატი არ არის, ის საქართველოს ვიცე-კონსულის მეუღლე დავით ღ.-ია. ამის შესახებ Front News-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

"უჟგოროდის" საკონტროლო პუნქტზე მესაზღვრეებმა უკრაინაში 45 ყუთი სიგარეტის უკანონოდ შეტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს, რომლის გადატანასაც დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქე ცდილობდა. 

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სიგარეტის გადატანა მიკროავტობუსით ხდებოდა. მას შემდეგ, რაც მფლობელმა სატრანსპორტო საშუალების შემოწმებაზე უარი განაცხადა, ადგილზე მძღოლის ადვოკატი და საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები