თბილისში "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. 

"ფორმულას“ რეპორტიორის ნანო ჩაკვეტაძის თქმით, ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა „ფორმულას“ თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი „ფორმულადან“ იყო. ნაცემია „ფორმულას“ 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.

მომხდართან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

"2022 წლის 17 მარტს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “ფორმულას“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, დამნაშავე პირის დადგენისა და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მსგავსი სიახლეები