spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბადრიძე – პუტინის ბუნებიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ გასცდეს უკრაინის გეოგრაფიას

გამორიცხული არაა, პუტინმა სცადოს ესკალაცია,  როგორც უკრაინის შიგნით უფრო დამანგრეველი იარაღის გამოყენებით, ასევე გეოგრაფიის გაზრდით,  –  ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ უფროსმა მკვლევარმა, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, პუტინი სავარაუდოდ, იზიარებს იმ ტოქსიკურ იდეოლოგიას, რომელიც მასებისთვის თავად შექმნა. 

 

“პუტინის ბუნებიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა,  რომ  გასცდეს უკრაინის გეოგრაფიას. პუტინის მიერ აშენებული რეჟიმის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ ის შეეცადოს, მარცხის ნაცვლად სცადოს ესკალაცია. ესკალაცია შეიძლება იყოს, როგორც უკრაინის შიგნით უფრო დამანგრეველი იარაღის გამოყენებით, ასევე გეოგრაფიის გაზრდით. არ არის ეს კაცი გორბაჩოვი, რომ პენსიაზე წავიდეს, ეს არის სრულიად მოწამლულ იდეოლოგიაზე გაზრდილი, კგბ-ს იდეოლოგიაზე მომართული ადამიანი, დაცლილი ყოველგვარი ფასეულობისაგან, ჰუმანიზმისგან, რომელმაც შემდეგ ახალი უფრო ტოქსიკური იდეოლოგია შექმნა ძირითადად,  მასებისთის, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ოდეოლოგიის გარკვეულ,  ნაწილს ის იზიარებს. და მისგან, სამწიხაროდ, ვერ გამოვრიცხავ, რომ ამ ესკალაციაზე წავიდეს“, – განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები