ხათუნა სამნიძე - "ქართულ ოცნებას“ მეტი დაფიქრება მართებს, რადგან ამ ცვლილებით ოპოზიციასაც ნებისმიერ დროს, შეეძლება პრემიერს უჩივლოს

"ქართულ ოცნებას“ მეტი დაფიქრება მართებს,  რადგან ამ ცვლილებით ოპოზიციასაც ნებისმიერ დროს,  შეეძლება უმოქმედობისთვის პრემიერს უჩივლოს, - ამის შესახებ Front  News-ს  „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განუცხადა.  

მისი თქმით, მმართველი ძალის მიერ  „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პრეზიდენტზე შურისძიების მცდელობას უკავშირდება.

"ამ ცვლილების შემოტანა უკავშირდება პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ რეაქციას და შურისძიების სურვილს. მათ პოლიტსაბჭოზე განიხილეს ეს საკითხი და მაშინვე თქვეს, რომ საჩივრით მიმართავდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა,  გვიან აღმოაჩინეს, რომ ამის საფუძველი არ არსებობდა.  ახლა უკვე ცდილობენ საკანონმდებლო ცვლილებით გააჩინონ ამის საფუძველი, რაც სასაცილოა.

მათ ამ ცვლილების გატანისათვის საჭირო ხმები კი აქვთ, მაგრამ  მეტი დაფიქრება მართებთ, რადგან ასეთი ბუნდოვანი ჩანაწერით კიდევ ერთხელ გააჩენენ შესაძლებლობას, რომ არა მარტო მათი შურისძიების განზრახვები განახორციელონ, ოპოზიციასაც შეეძლება ამ საფუძველზე, ანუ უმოქმედობისათვის პრემიერს უჩივლოს ნებისმიერ დროს. არა მგონია, რომ ამის ინტერესი ქონდეთ.

თვითონ ამბობენ, რომ ეს ხარვეზის გამოსწორებას უკავშირდება, სინამდვილეში ხარვეზი არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ აზროვნებაში“, - განაცხადა სამნიძემ.

მისი თქმით,  „ქართული ოცნება“ ვერ ეგუება დამოუკიდებელი ინტიტუციების არსებობას,  რითაც აზიანებს ქვეყნის ევროპულ განვითარებას. 

"ქართული ოცნების“ ყველა  ნაბიჯი მაჩვენებელია იმისა,  რომ ეს ძალა  ვერ იტანს დამოუკიდელ ინსტიტუციებს. მაგალითად,  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იყო მსგავსი ნაბიჯი. დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე თავდასხმა ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროინტეგრაციის გზაზე სვლას“, - განაცხადა სამნიძემ. 

"ქართული ოცნების“ დეპუტატებმა  მიერ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების ინიცირება მოახდინეს,  მომზადებული პროექტი პარლამენტის ბიუროს 22 მარტის სხდომაზე წარედგინება. 

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად,  სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება შეეძლება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, როგორც ახლაა შესაძლებელი, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები