ევროკავშირმა ისტორიაში პირველად თავდაცვის სტრატეგია დაამტკიცა

ევროკავშირმა თავის ისტორიაში პირველად თავდაცვის სტრატეგია - „სტრატეგიული კომპასი“ დაამტკიცა.

ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი Twitter-ზე წერს.

"ევროკავშირმა ახლახან დაამტკიცა „სტრატეგიული კომპასი“, ის უზრუნველყოფს აუცილებელ ინსტრუმენტებს, რათა ევროკავშირი ნატოსთან ერთად, გახდეს გეოპოლიტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების რეალური მოთამაშე“, - წერს რინკევიჩი.

მისი თქმით, ეს მხოლოდ გზის დასაწყისია და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად წარმატებით დაუჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

უახლესი ამბები