ალექსეი გონჩარენკო - რუსეთმა უნდა განიცადოს კიდევ უფრო დიდი დანაკარგი, რომ მიხვდეს, მის აგრესიულ მეთოდებს შედეგი არ მოაქვს

არ ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებებით რამეს მივაღწევთ, რადგან პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის, - ამის შესახებ  უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა. 

მისი თქმით, კიევის აღება ოკუპანტების გეგმაში თავიდანვე შედიოდა, თუმცა ბოლო 2 კვირის განმავლობაში წინ ერთი მეტრითაც ვერ წაიწიეს. 

"პუტინი აგრძელებს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ტერორს.  რაც შეეხება კიევის ალყაში მოქცევას, ეს გეგმა პუტინს თავიდანვე ქონდა, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში კიევის მიმართულებით ვერც ერთი მხრიდან ერთი მეტრითაც კი ვერ წაიწია წინ.  განიცდის მძიმე დანაკარგებს და ვფიქრობ, ასე გაგრძელდება, ამიტომაც გადავიდა ასეთ ბარბაროსულ შეტევებზე“, - განაცხადა გონჩარენკომ.  

მისი თქმით, რუსეთი რეალურ მოლაპარაკებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც მისი დანაკარგები კიდევ უფრო გაიზრდება. 

"არანაირ შედეეგებს არ ველი, არ ვფიქრობ,  რომ მოლაპარაკებებით რამეს მივაღწევთ, რადგან პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის. უკრაინა თავისი ტერიტორიების პუტინისთვის დათმობას არ აპირებს, ასე რომ, ამ ეტაპზე, ამ მოლაპარაკებებზე დიდ იმედებს არ ვამყარებთ, რუსეთმა უნდა განიცადოს კიდევ უფრო დიდი დანაკარგი,  რომ მიხვდეს, მის აგრესიულ მეთოდებს შედეგი არ მოაქვს“,  - განაცხადა გონჩარენკომ.

მსგავსი სიახლეები