თეონა აქუბარდია - მთავარი პრობლემა არის იმ მძიმე ვითარების გაუაზრებლობა, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას

სახელისუფლებო ძალები არც მსჯელობის შესაძლებლობას განიხილავენ და წინასწარ ამბობენ უარს ყველანაირ ინიციატივაზე, ეს მოწმობს, რომ არც ეროვნული ინტერესი არ აქვთ გააზრებული  და არც ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ, -  ამის შესახებ   Front News-ს  „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის  განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 

მისი თქმით, ამ დროს როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხი დგას სასწორზე, აქცენტის ნაც-ქოცურ დაპირისპირების ჭრილში გადატანა, უპასუხისმგებლობაა. 

"გაუგებარია, ვინ არის ომის პარტია და ვინ მისი დანაყოფი და როგორ საზღრავს ბატონო მდინარაძე ამას. ჰიბრიდულ ომზე საუბრისას ნამდვილად ვისურვებდი, რომ რეალურ მტერზე, მათ შორის,  რუსეთზე ესაუბრა, რომელიც ჰიბრიდული ომით უპირისპირდება  საქართველოს,   მათ შორის, რუსული მეხუთე კოლონის მეშვეობით ქვეყნის შიგნით. როდესაც ამაზე არ არის აქცენტი და ისევ და ისევ ნაც-ქოცური დაპირისპირების ჭრილში განიხილება მთელი ეს ამბავი, როდესაც  ობიექტურად ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხი დგას სასწორზე, მთავარი პრობლემა არის იმ  მძიმე ვითარების გაუაზრებლობა, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას.

თითოეული პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მათ შორის, მსჯელობა.  როდესაც უმრავლესობა, სახელისუფლებო ძალები არც მსჯელობების შესაძლებლობას განიხილავენ და წინასწარ ამბობენ ყველანაირ ინიციატივაზე უარს, ეს მოწმობს, რომ არც ეროვნული ინტერესი არ აქვთ გააზრებული და არც ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები