"ალტ-ინფოს" წარმომადგენლები ქობულეთში აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირებაა ქობულეთში, სადაც პრორუსული ორგანიზაციის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს თავს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

აქციის მონაწილეები ადგილზე უკრაინის დროშებით და ბუშტებით მივიდნენ,  აცხადებენ,  რომ პრორუსული და მოძალადე ორგანიზაციის ადგილი მათ ქალაქსა და ქვეყანაში არ არის. 

პრორუსული ორგანიზაციის ოფისთან  პოლიციის კორდონი დგას, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ძალადობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის,  კორდონი გაერღვიათ და თავს აქციის მონაწილეებს დასხმოდნენ. 

ადგილზე მიმდინარეობს დაკავებები, პოლიცია აკავებს როგორც აქცის,  ისე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს.

უახლესი ამბები