დავით ქაცარავა - ოკუპანტის წინსვლა შეჩერებულია, ვეღარ მოიწევს წინ

დღეს კიევის მიმართულებაზე რამდენიმე დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა, ოკუპანტმა უკან დახევა დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინაში  მებრძოლმა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინა ამარცხებს და დაამარცხებს რუსეთს უძლეველობის მითს, რაც დიდი ადამიანური ტრაგედიების ფასი ჯდება. 

"უკრაინა ამარცხებს და დაამარცხებს რუსეთს უძლეველობის მითს, რაც დიდი ფასი ჯდება, უამრავი ადამიანი იღუპება, მაგრამ ეს ის ბრძოლაა, რომელსაც ჩვენ სინათლის და სიბნელის ბრძოლას ვუწოდებთ. ერთმნიშვნელოვნად, ჩვენთვის სიბნელეს რუსეთი წარმოადგენს. 

დღეს ვითარება ძალიან მძიმეა, მაგრამ ოკუპანტის წინსვლა შეჩერებულია, ვეღარ მოიწევს წინ. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა ოპერაციაში, დღეს კიევის მიმართულებაზე რამდენიმე დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა,  ოკუპანტმა უკან დახევა დაიწყო. ამ წუთას მიმდინარეობს ბრძოლები ირპენი- ბუჩას მიმართულებაზე,  ოკუპანტს ძალიან უჭირს და დიდი იმედი მაქვს,  ეს კონტრშეტევა დასრულდება წარმატებით და კიევიდან კიდევ უკან გადავაგდებთ მტერს, რომელიც მეტწილად უკვე დემორალიზებულია. 

დიახ, რუსები ძალიან ერიდებიან ფიზიკურად ბრძოლაში შემოსვლას, ცდილობენ საარტილერიო ცეცხლი გახსნან და თავისი ცოცხალი ძალა  მოარიდონ შეტაკებებს, რომელშიც ისინი მეტწილად მარცხდებიან და სერიოზულ მარცხს განიცდიან.  ვითარება არ არის მარტივი, მაგრამ ყოველი დღე, როდესაც  ვერ მიიწევს კიევის და სხვა ქალაქების  მიმართულებით, ეს არის  რუსეთის კრახი და ყოველდღე ველოდებით, ეს ჯდება ძალიან დიდი ადამიანური ტრაგედიების ფასი“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები