გიორგი რუხაძე - რეალობა ისაა, რომ უკრაინელებმა უნდა გაძლონ და იბრძოლონ

რეალობა ისაა, რომ  უკრაინელებმა უნდა გაძლონ და იბრძოლონ, - ამის შესახებ Front  News-ს  რონდელის ფონდის მკვლევარმა  გიორგი რუხაძემ  ნატოს საგანგებო სამიტის შესახებ  განუცხადა. 

მისი თქმით, საგანგებო სამიტზე უკრაინის მიმართ სოლიდარობის დაფიქსირების კვალდაკვალ ისეთი  საკითხები განიხილეს,  რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის აგრესია უნდა შეაჩეროს.   

"დასავლეთი მაქსიმალურად მიეხმარება უკრაინას სხვადასხვა ტიპის იარაღით,  სადაზვერვო ინფორმაციით.  ნატოს ქვეყნების პირველმა  პირებმა კიდევ ერთხელ დაადასატურეს, რომ უფრო აქტიურად მიეხმარებიან, აქცენტი გაკეთდა ანტისატანკო და ანტისაჰაერო შეიარაღებაზე, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს უკეთ გაუმკლავდეს რუსეთის ავიაციას.   რეალობა ისაა, რომ  უკრაინელებმა უნდა გაძლონ და იბრძოლონ. რუსეთი შეეცდება მიაღწიოს თავის სამხედრო ამოცანებს, აიღოს დიდი ქალაქები, რაც კიდევ უფრო სერიოზულად გაუძნელდება აგრესორს“ - განაცხადა რუხაძემ. 

მისივე თქმით,  მრავალი მნიშვნელოვანი საკითხიდან აღსანიშნავია  ნატოს აღმოსავლეთ გაფართოებისა და  რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფი  ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიმართ  მხარდაჭერის გაძლიერება.

"ცალკე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაფართოება. ბევრი რამ კეთდება,  რომ აქ ბევრად უფრო აქტიურად ჩაერთონ ერთის მხრივ, აშშ-ის სამხედრო ძალები და მეორე მხრივ, ნატოს ძალები. საუბარია მუდმივად განთავსდნენ ნატოს ჯარები ამ ქვეყნებში იმისთვის, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები გასცდება უკრაინის ტერიტორიას, ნატო იყოს მზად, რომ პუტინს გასცეს შესაბამისი პასუხი, ასევე არის მზადება უკრაინაში ბიოლოგიური,  ქიმიური ან ბირთვული შეტევის ან კატასტროფის შემთხვევაში ნატომ როგორ უნდა უპასუხოს“, - განაცხადა რუხაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები