აკაკი მინაშვილი - ეს არის უთავმოყვარეო, ღირსებისაგან დაცლილი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რასაც "ქართული ოცნება“ ატარებს

ეს არის უთავმოყვარეო, ღირსებისაგან დაცლილი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აკაკი მინაშვილი აცხადებს. 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე  აზარალებს საქართველოს ინტერესებს და უნდა მოხდეს მისი ვადამდელი არჩევნებით შეცვლა. 

"ეს არის უთავმოყვარეო, ღირსებისაგან დაცლილი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რასაც “ქართული ოცნება“ ატარებს, ყველაზე არასწორ ადგილად დადგნენ გადამწყვეტ მომენტში.  საქართველოს ხელისუფლების გარდა 2 ხელისუფლებაა დღეს, რუსეთის და ბელარუსის, რომელიც თავს ესხმის უკრაინის პრეზიდენტს და მის გუნდს, იმ ადამიანებს, ვინც დგანან თავისუფლების დაცვის წინა ხაზზე დღეს. 

"ოცნების“ ლიდერების  მთავარი სტრატეგიაა, რომ შიში გააღივონ საქართველოს მოქალაქეებში  და ამით მიიღონ პოლიტიკური სარგებელი, ეს  ცხადია, მათ ბრიფინგებით და მესიჯებით. ნორმალური ხელისუფლება შიშს კი  არ უნდა აღივებდეს, პირიქით,  ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს,  რომ მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ. ესენი, პირიქით, იქცევიან. ამიტომ, მათი ნდობა, უბრალოდ,  არ შეიძლება, ყოველი შემდეგი დღე აზიანებს საქართველოს ინტერესებს. უნდა მოხდეს ცვლილება მშვიდობიანი, ვადამდელი არჩევნების გზით,  ჩვენ უნდა დავდგეთ ძალიან მკაფიოდ უკრაინის მხარეს, უკრაინის მხარდასაჭერად, ეს არის საჭირო,  პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები