პეტრო პოროშენკო - ახლა მსოფლიოს მთავარი ამოცანა უკრაინის გადარჩენაა

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოუწოდებს მოკავშირეებს ევროკავშირიდან და ნატოდან, დაეხმარონ უკრაინას რაც შეიძლება მეტი საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღით. 

მისი თქმით, ახლა მთავარია უკრაინის გადარჩენა და მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ამ მისიის გარშემო ისევე, როგორც უკრაინული საზოგადოება გაერთიანდა.

"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევას ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობის ნიშნად. ამ ომის პირველივე დღეებიდან მე ვიყავი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის ინიციატორი. მერე ხელი ჩამოვართვით და გადავწყვიტეთ თავიდან დაგვეწყო. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ უკრაინა“, - განაცხადა პოროშენკომ.

პოროშენკოს თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღის მიღება, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ნატოდან.

"ეს არის ის, რაც დაგვეხმარება უკრაინის გადარჩენაში. თუ ეს არ მოხდება, თუ პუტინი მოახერხებს უკრაინის ხელში ჩაგდებას, პუტინი უფრო შორს წავა. და მაშინ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ოპოზიციაში და ვინ არის პრეზიდენტი", - აცხადებს პოლიტიკოსი.

მან ასევე აღნიშნა, რომ 24 თებერვლიდან ჩვენ ყველანი სრულიად განსხვავებულ სამყაროში ვართ, ახლა ყველანი ჯარისკაცები ვართ.

"დღეს მე ვარ აქ, სადაც რუსული ტანკები იმყოფებიან 10 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე. ჩვენ ყველანი გაერთიანებულნი ვართ უკრაინის ირგვლივ. და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მთელი მსოფლიო გაერთიანდება უკრაინის გარშემო იმავე გზით, მათ შორის ისეთი ერთიანობით, რის დემონტრირებასაც გაერთიანებული სამეფო ახდენს“, - განაცხადა პოროშენკომ ბრიტანულ მერიასთან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები