გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის იუბილე

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 19 წელი შეუსრულდა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს საქართველოს ეროვნული გმირის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. 

ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ანწუხელიძის შვილებმა გიორგი ანწუხელიძის კუთხე გახსნეს. ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, სერჟანტებს აკადემიის დაარსების დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. 

სამხედრო მოსამსახურეები გაწეული სამსახურისთვის მედლით „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდნენ. სერჟანტთა აკადემიის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აკადემიის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 

2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები