მატეუშ მორავიეცკი - უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო მისიის იდეას სულ უფრო მეტი ქვეყანა უჭერს მხარს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობო მისიის იდეას სულ უფრო მეტი ქვეყანა უჭერს მხარს.

"მედიაში წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაციიდან უკვე ვიცით, რომ დანიიდან და ლიეტუვადან დადებითი გამოხმაურება იყო. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ სხვა წევრმა-სახელმწიფოებმაც გამოხატეს მოწონება, მაგრამ ისინი ასევე ელიან გარკვეულ მხარდაჭერას და „საერთო ხმას“ ნატო-სგან. ჩვენ ასევე ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ეს ნატო-ს მისია უნდა იყოს. 

მათთვის, ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი და იყვნენ ასეთები ევროპული საბჭოს დარბაზში, მინდა წარმოიდგინონ, რომ მთელი უკრაინა მარიუპოლი, დაბომბილი ადგილი ხდება, საიდანაც ხალხი გარბის“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები