ბაჩო დოლიძე - "ქართულ ოცნებაში“ ახლა მთავარი ამოცანა აქვთ, დაუმტკიცონ თავიანთ „ხაზეინებს“, რომ მათ მიერ რუსეთისკენ აღებულ კურსს ვერავინ შეცვლის

„ქართულ ოცნებაში“ ახლა მთავარი ამოცანა აქვთ,  დაუმტკიცონ თავიანთ „ხაზეინებს“,  რომ მათ მიერ  რუსეთისკენ აღებულ კურსს ვერავინ შეცვლის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ გაკეთებული განცხადებები ამ მცდელობის გამოხატულებაა. 

„ირაკლი კობახიძის განწირულ ქმედებებს ვუყურებთ, რომელიც ცდილობს,  დაუმტკიცოს თავის ხაზეინებს, ის რომ სახელისუფლებო რგოლი არის ერთიანი და არის პრორუსული. მიდის რღვევა „ქართულ ოცნებაში“ იმ სისტემაში,  რაც ჩამოაყალიბეს. ახლა მთავარი ამოცანა აქვთ,  რომ დაუმტკიცონ თავიანთ ხაზეინებს,  რომ ამ  კურსს, რომელიც რუსეთისკენ აქვთ აღებული, ვერავითარი თანამდებობის, თუნდაც მაღალი თანამდებობის პირი  ვერ შეცვლის“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის განცხადებები  ერთი კერძო პირის მოსაზრებაა და ის არ წარმოადგენს  მმართველი ძალის პოზიციას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები