გიგი უგულავა - ან გვაქვს ძვირი საწვავი, ძვირდება ყველაფერი და ვაფინანსებთ მთავრობის ფუფუნებას ან ვანოლებთ/ვამცირებთ აქციზს

საკითხი ახლა ასე დგას: ან გვაქვს ძვირი საწვავი, ძვირდება ყველაფერი და ვაფინანსებთ მთავრობის ფუფუნებას ან ვანოლებთ/ვამცირებთ აქციზს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიგი უგულავა წერს.

"პუტინის ომის, რუსულ ნავთობზე უარის თქმის გამო, სანამ სისტემა გადაეწყობა, ნავთობის საერთაშორისო ფასები გაიზრდება. ამასთანავე, ომი და შესაბამისად სანქციები კიდევ დიდ ხანს შეიძლება გაგრძელდეს. ეს ბაიდენმაც თქვა. ბენზინის ფასმა შეიძლება ხუთ ლარსაც გადააბიჯოს. შესაბამისად, გაძვირდება ყველაფერი. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია ვქნათ, მინიმუმ სანამ ომი ფასებზე ზემოქმედებს, გავანოლოთ საწვავზე აქციზის გადასახადი. ამით მთავრობა მთლიანად ჩაეხსნება საწვავის ფასს. ის მხოლოდ საერთაშორისო ფასზე იქნება დამოკიდებული. ზოგჯერ აიწევს, ზოგჯერ პირიქით, მაგრამ იქნება უფრო დაბალი ვიდრე ახლაა. შესაბამისად, საჭირო გახდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება აქციზიდან მიუღებელი შემოსავლის გამო.

ანუ საკითხი ახლა ასე დგას:

ან გვაქვს ძვირი საწვავი, ძვირდება ყველაფერი და ვაფინანსებთ მთავრობის ფუფუნებას

ან ვანოლებთ/ვამცირებთ აქციზს. საწვავი და ყველაფერი იაფდება/არ ძვირდება და ჩვენ აღარ/ნაკლებად ვაფინანსებთ მთავრობის ფუფუნებას.

არჩევანი ცხადზე ცხადია“, - წერს უგულავა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები