ლევან ხაბეიშვილი - არ მგონია, ადეკვატური იყოს გაზრდილი ფასების გამო ხალხის ქუჩაში გამოსვლა "ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალო

არ მგონია,  ადეკვატური იყოს  გაზრდილი ფასების გამო ხალხის ქუჩაში გამოსვლა „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალო,  — ამის შესახებ  Front  News-ს "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის პრემიერი ნაცვლად პრობლემების მოგვარებისა, გადაბრალებით არის დაკავებული. 

"ფასები ძვირდება, საწვავის ფასი ფაქტობრივად,  ხელმიუწვდომელია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რად უნდა ამის დანახვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ყველას აწუხებს ეს ფასები „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველსაც და „ქართული ოცნებისასაც“.  ამასობაში,  ეს „ბერას ძიძა“ დაკავებულია გადაბრალებით,   ნაცვლად იმისა, რომ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს, ყველგან შეთქმულების თეორის ხედავს. არადა, ძალიან  რეალური პრობლემა არის როგორც საწვავის,  ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასების გაძვირება, ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის. ამ დროს ყველაფერს აბრალებდე „ნაციონალურ მოძრაობას“ და შემდეგ მაგალითები მოგყავდეს, თითქოს რაიმე ეკონომიკური წინსვლა აქვს წინა ხელისუფლებასთან შედარებით, უშედეგოა, რადგან ყველაფერი ძალიან თვალნათელია. 

არ მგონია, ადეკვატური იყოს  გაზრდილი ფასების გამო ხალხის ქუჩაში გამოსვლა „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალო. თუ ყველაფერში „ნაციონალურ მოძრაობას“ ხედავს, ეს უკვე მისი პრობლემაა“, - განაცხადა ხანბეიშვილმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საწვავის გაზრდილი ფასებით გამო გამართული საპროტესტო აქციები „ნაციონალური მოძრაობის“ ინსპირირებულად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ  საწვავის ფასი მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-100 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები