ემილ ავდალიანი - მთავარია ვინ იგებს ომს, ვინც იგებს, ის დაადგენს თავის წესებს

მთავარია ვინ იგებს ომს,  ვინც იგებს,  ის დაადგენს თავის წესებს, - ამის შესახებ Front News-ს  „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა ემილ ავდალიანმა თურქეთში მიმდინარე რუსეთ- უკრაინის მოლაპარაკების შესახებ განუცხადა. 

მისი თქმით, რუსეთს მიუხედავად  სურვილისა, მაინც მოუწევს დათმობაზე წასვლა.

"ბევრი რამ არ ვიცით ამ მოლაპარაკების შესახებ,  რა და როგორ მიმდინარეობს.  ერთადერთი,  რაც გაჟღერდა, თითქოს რუსები  „დათმობზე მიდიან“ და „დენაციფიკაციას“ აღარ ითხოვენ, მაგრამ მეორეს მხრივ, რუს პოლიტიკოსებს როდესაც ვუსმენ, მათი რიტორიკა უცვლელია. ამიტომ  ამ დროისათვის ძნელია გადაჭრით თქმა,  ეს ერთგვარია ფანდია,  თუ  რუსეთი მართლაც მზადაა დათმობებზე წავიდეს, თუმცა ცხადია,  რომ მათ  დათმობებზე  წასვლა მაინც მოუწევთ.

რაც შეეხება თურქეთის როლს ამ მოლაპარაკებებში, ახლა გავლენის  მოხდენა ამ მოლაპარაკებაზე არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მთავარია, ვინ იგებს ომს,  ვინც იგებს,  ის დაადგენს თავის წესებს“, - განაცხადა ემილ ავდალიანმა. თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დღეს დილიდან მიმდინარეობს. შეხვედრა 2 დღე გასტანს.

მედიის  ინფორმაციით, საუბარი აღარ ეხება რუსეთის მთავარ სამ მოთხოვნას დენაციფიკაციასთან, დემილიტარიზაციასთან და რუსული ენის დაცვასთან დაკავშირებით.  უკრაინამ კი თავის მხრივ, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უარი უნდა თქვას მის მისწრაფებაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები