ანი წითლიძე - ყველაზე შეურაცხმყოფელი იმ ადამიანებისთვის იქნებოდა, რომ მათთვის რამე წოდება მიენიჭებინა პრორუს და მოღალატე ხელისუფლებას

"მინდოდა მიმემართა დღეს პარლამენტისთვის და მეთხოვა შუამდგომლობა გაეწიათ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, მას აქვს ამის ყველა საკანონმდებლო ბერკეტი და დაღუპულ ბიჭებს მიაგონ ღირსეული პატივი, ვგულისხმობ მათ შორის, წოდებების მინიჭებას.  მაგრამ დღეს გიყურეთ, გისმინეთ და ვფიქრობ, რომ ყველაზე შეურაცხმყოფელი იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს უკრაინის და  საქართველოს თავისუფლებას, იქნებოდა, რომ მათთვის რამე წოდება მიენიჭებინა პრორუს და მოღალატე ხელისუფლებას, ზუსტად ისეთს, როგორიც ხართ თქვენ. იმიტომ, რომ ამ გმირებს, თქვენგან განსხვავებით, გააჩნიათ ღირსება, როგორიც არასოდეს არ გექნებათ არც თქვენ და არც თქვენს პოლიტიკურ გუნდს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წევრმა ანი წითლიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ანი წითლიძის განცხადებით, ადამიანები, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს უკრაინის და საქართველოს თავისუფლებას, იმსახურებდნენ რომ დღეს, საქართველოს პარლამენტს პატივი მიეგო მათთვის.

"საქართველოს პარლამენტს დღეს წუთიერი დუმილით უნდა დაეწყო და პატივი უნდა მიეგო უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირებისთვის. ამ ადამიანებმა ყველაზე მთავარი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს უკრაინის და საქართველოს თავისუფლებას და ნამდვილად იმსახურებდნენ იმას, რომ დღეს საქართველოს პარლამენტს პატივი მიეგო მათთვის. 

ეს ადამიანები უკრაინაში ბრძოლამდე იბრძოდნენ აფხაზეთში და იყვნენ 2008 წლის ომის მონაწილეები, რაც კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ზუსტად იცოდნენ რისთვის იბრძოდნენ უკრაინაში და მე არ ვაპირებ ქართველი გმირებით სპეკულაციას. მიცვალებულებით სპეკულაცია თქვენი მმართველი პარტიის სტილია, როგორც გვახსოვს, მაგრამ მე ვთვლი, რომ არის ძალიან ჯიუტი ფაქტები, რომელიც საჭიროებს აღნიშვნას იმისთვის, რომ წლების შემდეგ ისტორია ძალიან სწორად გადაფასდეს. მე არ ვიცი რა გაქვთ თქვენ პასუხი იმაზე, რომ ქართველი გმირებისთვის ადგილი არ მოიძებნა ძმათა სასაფლაოზე. არ ვიცი რა გაქვთ პასუხი საამისოდ, რომ პრემიერ მინისტრი და უმაღლესი თანამდებობის პირები არ მივიდნენ და სამძიმარი არ გამოუცხადეს ქართველ გმირებს“, - განაცხადა წითლიძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები