ვლადიმერ ჩაჩიბაია - საქართველოს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვის ძალები, მამაცი ჯარისკაცები, რომლებიც ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში, აგრესორს საკადრის პასუხს გასცემენ

"საქართველოს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვის ძალები, მამაცი ჯარისკაცები, რომლებიც ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში, აგრესორს საკადრის პასუხს გასცემენ, ხოლო ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება, ეს არის ჩვენი ხელისუფლების უზენაესი მოვალეობა, რომელსაც წარმატებით ართმევს თავს“ - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პლენალურ სხდომაზე.

დეპუტატმა, ასევე ისაუბრა ნატო-საქართველოს რიგით მესამე სწავლებაზე, რომელიც 20-25 მარტს გაიმართა და აღნიშნა, რომ ეს სწავლება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს და ნატოს თანამშრომლობის მაღალ ხარისხს.

"რაც შეეხება საქართველოს და ნატოს ურთიერთობებს, ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში 20-25 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალების, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრმა, რიგით მესამე სწვლებას უმასპინძლა, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი ოცზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ნატო-საქართველოს პირველი სწავლება 2016 წელს, მეორე კი 2019 წელს გაიმართა, აღნიშნული სწავლება არის სამეთაურო, საშტაბო, რაც გულისხმობს კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარჩვევების გამომუშავებას. წელს პირველად სწავლებაში ინტეგრირებული იყო ნატოს სწრაფი რეაგირების ქართული ასეული. აღნიშნული სწავლება და აღსრულება, სრულად ქართველი ოფიცრების და სერჟანტების მიერ განხორციელდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს თავდაცვის ძალების, პირადი შემადგენლობის მაღალ კვალიფიციურობას და პროფესიონალიზმს.

თავდაცვის და უშიშროების წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სწავლებაზე ჩამოსულ საპატიო სტუმრებთან, მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ, განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე ომის დინამიკა და რეგიონში არსებული გამოწვევები. საქართველოში რიგით მესამე ნატო-საქართველოს სწავლება, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი თანამშრომლობის მაღალ ხარისხს“- განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები