მამუკა არეშიძე - თუ თავს შეაფარებენ აქაურობას ოსი ან აფხაზი ახალგაზრდები, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

რა განწყობებია  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რამდენად აქტიურად მონაწილეობენ ისინი  რუსეთის მიერ უკრაინაში  წარმოებულ აგრესიულ ომში და რამდენად აქვთ შიში ქართველების მხრიდან თავდასხმის - ამ და სხვა საკითხებზე Front News-ს  ექსპერტი  კავკასიის საკითხებში  მამუკა არეშიძე ესაუბრა.  

- რას იტყვით „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ინიციატივაზე, რომლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებში  მცხოვრებ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, თავი აარიდონ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილეობას?

- ნორმალური ინიციატივაა, ამაში ცუდი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე ასეული ბელარუსი ახალგაზრდაა საქართველოში,  რომ გაწვევას თავი აარიდონ, ზუსტად იმიტომ,  რომ უკრაინასთან ბრძოლა არ უნდათ. არაფერი პრობლემატური არ არის, რომ ეს მოთხოვნა გაჟღერდეს საზოგადოებრივი  და არასამთავრობო  ორგანიზაციების მიერ, მაგრამ არ არის აუცილებელი  პარლამენტის ტრიბუნიდან ამის განცხადება.  თუ ეს მოხდება და თავს შეაფარებენ აქაურობას ოსი ან აფხაზი ახალგაზრდები, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. 

- ხომ არ იქნება ეს საფრთხის შემქნელი რაიმე კუთხით?

- არ იქნება საფრთხის შემქმელი,  თუ ეს იქნება საზოგადოებრივი ინიციატივა. 

- თქვენი წყაროებიდან თუ იცით, რა განწყობებია ახლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში?

- ცხინვალმა დიდი ამბით და საზეიმო ცერემონიალით გააგზავნა თავისი სამხედრო ნაწილები უკრაინაში. გარდა ამისა, რუსების საჯარისო შენაერთებში ოსები ისედაც იბრძვიან. სერიოზული ციფრია დაღუპულების,  დაჭრილების და ტყვედ ჩავარდნილების. ვინც ვიცი, ჩამოსვენებულია 2 კაცი, მაგრამ ჩამოსვენება რთული საკითხია, ამიტომ დაღუპულების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით. სხვადასხვა საიტების ინფორმაციით,  დაღუპულთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, როგორც სამხრეთ,  ისე ჩრდილოეთ ოსებს შორის. 

- რამდენად იგრძნობა შეშფოთება ამის გამო?

- მორიდებული შეშფოთებაა, შეიძლება ითქვას, აფხაზებისგან განსხვავებით, სადაც ძალიან აგრესიულად გამოხატავენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას.  საზოგადოება წინააღმდეგია აფხაზების მონაწილეობაზე ამ ომში.იქ ბატალიონი „აფხაზეთი“ ისედაც  იბრძვის, საუბარია მოხალისეებზე, 20 კაცამდე არიან, ახრა ავიძბას მეთაურობით. აფხაზები იბრძვიან რუსეთის სამხედრო შენაერთებშიც. არ ვიცით,  დაღუპულებს შორის აფხაზები არიან თუ არა. მთავარი გზავნილი აფხაზეთის საზოგადოებაში  არის, რომ აფხაზები ისედაც ცოტანი არიან და  და რუსეთის ომში არ უნდა დაიღუპონ. როდესაც რუსული საზოგადოების წარმომადგენელი ერთვება ამ კამათში (სოციალურ ქსელში) და ამბობს, რომ რუსეთმა  დაგიცვათ და თქვენ რატომ არ გინდათ, რომ მხარი დაგვიჭიროთ, პასუხი არის ძალიან საინტერესო: თქვენ ვალდებულები იყავით, რომ დაგეცავით, რადგან ჩვენ შეგინარჩუნეთ ნატოს საწინააღმდეგო ფორპოსტი და ჩვენ არ ვართ ვალდებული - დაახლოებით ასეთი განწყობაა. 

- თუ იგრძნობა ქართველებისაგან თავდასხმის შიში და მოლოდინი?

- აფხაზეთში ძალიან ბევრს საბუთები გამზადებული აქვს, ეშინიათ,  რომ ქართველები ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით და ომს დაიწყებენ. იქ არიან  ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის ინფორმაციას  მუდმივად ავრცელებენ.  ეს განწყობა საზოგადოების ნაწილში არის, მაგრამ  „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადებამ ეს შიში გარკვეულწილად ჩააცხრო. არის ინფორმაცია, რომ ბევრი ისედაც გადავიდა სოჭში, რომლებიც არიდებენ თავს, ერთის მხრივ, გაწვევას,  მეორე მხრივ, ქართველებმა თუ დაიწყეს სამხედრო ავანტიურა, რომ იქ აღარ იყვნენ. 

ამბობენ, რომ ქალაქში ვერ დაინახავ რუს სამხედროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,  რომ ისინი გასულები არიან მთლიანად აფხაზეთიდან. დარწმუნებული ვარ, ეს რუსეთის მხრიდან გარკვეულწილად ხაფანგური სვლაა, რომ შექმნან განწყობა იქაურ საზოგადოებაში და აქედან გამომდინარე, აქაურშიც, რომ  რუსებმა მიატოვეს  აფხაზები და ახლა გვაქვს თავისუფლად მოქმედების საშუალება.  მაგრამ ეს ასე არ არის - ჯერ ერთი ყაზარმებში არიან სულ და მეორეც ერთი ბაზის კონტიგენტი კი გაიყვანეს, მაგრამ დანარჩენები დარჩნენ და იქ არიან. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები