დიდი ბრიტანეთი მზადაა, იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, თუ კიევი ამას ითხოვს

დიდი ბრიტანეთი მზადაა, იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, თუ კიევი ამას ითხოვს, - ამის შესახებ გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენელმა ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ლონდონი კიევს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს და  უკრაინის დახმარებაზე დახარჯული ჯამური თანხა 400 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტია.

ამასთან, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ბორის ჯონსონსა და ვლადიმერ ზელენსკის თითქმის ყოველდღიური სატელეფონო საუბრები აქვთ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ბრიტანეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, მან უპასუხა:

"ჩვენ გვსურს ყველანაირად დავეხმაროთ ომის დასრულებას, უზრუნველვყოთ რუსული ჯარების გაყვანა. და მოხარული ვიქნებით, ეს როლი შევასრულოთ, თუ უკრაინა ითხოვს, დიახ“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები