ხათუნა ლაგაზიძე - ის, რაც განიხილება ხელშეკრულების ფარგლებში უკრაინის მხრიდან, რადიკალურად ეწინააღმდეგება ნეიტრალიტეტის რუსულ გაგებას

ის, რაც განიხილება ხელშეკრულების ფარგლებში უკრაინის მხრიდან, რადიკალურად ეწინააღმდეგება ნეიტრალიტეტის რუსულ გაგებას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების თანახმად, უკრაინას ექნება იარაღის როგორც წარმოების, ასევე შეძენის უფლება. 

"ის, რაც განიხილება ხელშეკრულების ფარგლებში უკრაინის მხრიდან, რადიკალურად ეწინააღმდეგება ნეიტრალიტეტის იმ გაგებას, რა შინაარსაც რუსეთი დებს ნეიტრალიტეტის მისეულ მონახაზში. 

ნეიტრალიტეტი თავისი არსით ითვალისწინებს უბლოკო სტატუსს, უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების არ განთავსებას,  დემილიტარიზაციას იმ  ქვეყნის. ამისგან განსხვავებით, უკრაინა დღეს თანხმდება,  რომ მას ექნება შეუზღუდავი სახით შეიარაღება, საერთოდ განხილვაში არ დგას მიეწოდება თუ არა იარაღი უკრაინას, ამაზე რუსული ემბარგოს საკითხი არც კი განიხილება. უკრაინას შეეძლება როგორც აწარმოოს, ასევე შეიძინოს საკუთარი თავდაცვითი იარაღი. საუბარია იმაზე, რომ იქ არ განლაგდება უცხოური ბაზა, მაგრამ უკრაინაზე შესაძლო აგრესიიდან 3 დღეში მისი უსაფრთოების გარანტორი ქვეყნები ხურავენ უკრაინის ცას და ეხმარებიან უკრაინას აგრესორის გამკლავებაში. ეს არის სრულიად გასხვავებული რამ“,  - განაცხადა ლაგაზიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები