ზურაბ ბატიაშვილი - არის საფრთხე, რომ რუსეთს შესაძლოა, არც სურდეს რაიმეზე მოლაპარაკება

არის საფრთხე, რომ რუსეთს შესაძლოა, არც სურდეს რაიმეზე მოლაპარაკება, - ამის შესახებ Front News-ს  „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა  სტამბოლში გამართული უკრაინულ-რუსული მოლაპარაკების შესახებ  განუცხადა. 

მისი თქმით,  დათანხმდება თუ არა პუტინი უკრაინის წინადადებას, რაც ნეიტარალიტეტზე უფრო ახლოს ნატოს მე-5 პუნქტთან დგას, ეს მოკლე ხანში გამოჩნდება. 

"მხარებს შორის შეხვედრა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდა.  საკითხები, რომელზეც ისაუბრეს, პირველ რიგში,  ეს არის ე. წ. ნეიტრალიტეტის საკითხი, რომელიც სინამდვილეში არის უსაფრთხოების  გარანტიები, რომელიც ძალზედ ახლოს დგას ნატოს მე-5 მუხლის შინაარსთან, ვიდრე ნეიტრალიტეტთან. - ნეიტრალიტეტის უფრო  შვედურ,  ან ფინურ მოდელს ჰგავს.

არის  საფრთხე, რომ რუსეთს შესაძლოა, არც სურდეს რაიმეზე მოლაპარაკება. ყოველ შემთხვევაში, ამ პირობებს პუტინს წაუღებენ და დათანხმდება თუ არა ის,  გამოჩნდება მოვლენების განვითარების მიხედვით “, - განაცხადა ბატიაშვილმა. 

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია,  რომ რუსეთი დათანხმდეს უკრაინიის მიერ წამოყენებულ პირობებს, ბატიაშვილი აცხადებს, რომ  მოლაპარაკების ბედი ჯერ კიდევ „ბრძოლის ველზე“ წყდება.  

"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი იქნება მისი დანაკარგები საბრძოლო  მოქმედებების შედეგად. თუ დანაკარგები მაღალი იქნება, მოსკოვი უფრო დამყოლი გახდება მოლაპარაკების მაგიდასთან.  თუ ჩათვალა, რომ საკმარისი დანაკარგები არ აქვს, მაშინ გააგრძელებს ბრძოლას და მანიპულაციას - სიტყვებით თამაშს, რაც არაერთხელ გაუკეთებია, იგივე ჩვენთან მიმართებით.  ჩვენ გვახსოვს აფხაზეთში მათ მიერ ხელმოწერილი  და შემდეგ დარღვეული ხელშეკრულებები. გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც რუსეთს საქართველოს ოკუპირებული  ტერიტორიიდან თავისი ჯარები უნდა გაეყვანა და რომელიც არ შესრულდა. აქედან გამომდინარე, სკეპტიკურად უნდა ვიყოთ განწყობილი რუსეთის დაპირებების მიმართ, რადგან მის დაპირებებსა და ქმედებებს შორის არსებობს საკმაოდ დიდი განსხვავებები“, - განაცხადა ბატიაშვილმა.  

მისი თქმით, რუსეთი შეეცდება ძალების აღმოსავლეთ მიმართულებით გადაჯგუფებას. 

"რუსეთი  მოლაპარაკებს პროცესს იყენებს ხოლმე  თავისი საჯარისო ნაწილების გადაჯგუფებისთვის. სადაც აქვს ილუზია, რომ წაარმატებას მიაღწევს, ამ შემთხვევაში აღმოსავლეთ მიმართულებით,  შეეცდება ძალების გადაჯგუფებას, მაგრამ ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევს.  უკრაინა არ შეგუება მისი ტერიტორიების ოკუპაციას და იბრძოლებს ბოლომდე, როგორც არ დანებდა კიევთან, ისევე არ დანებდება დონეცკთან“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები