შალვა ნათელაშვილი - ჩვენ გავაგზავნეთ წერილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, რომ ივანიშვილმა ეს ფული ვერ მიიღოს

ჩვენ გავაგზავნეთ წერილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჯონსონთან, რომ ივანიშვილმა ეს ფული ვერ მიიღოს, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ის ფული, რომლის დაბრუნებას ბიძინა ივანიშვილი საარბიტრაჟო სასამართლოს მეშვეობით ცდილობს, საქართველოს უნდა დაუბრუნდეს და არა ოლიგარქს. 

"ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს სასამართლო დავას ერთდროულად  ბერმუდის სასამართლოში, სინგაპურსა  და ახალ ზელანდიაში და ელოდება,  რომ ამას მოიგებს. 

ჩვენ გავაგზავნეთ წერილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჯონსონთან, ვის იურისდიქციაშიც შედის ბერმუდის საარბიტრაჟო სასამართლო, ვამზადებთ ახალი ზელანდის პრემიერთან წერილს, სინგაპურის ხელმძღვანელობასთან და სასამართლოებშიც იმის თაობაზე, რომ ეს ფული არის ქართველი ხალხისგან მოპარული.  2014 წელს შეუტანია, საყდრისი რომ ჩაიგდო ხელში და ააფეთქა, ეს ის ფულია. უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ბიუჯეტს და ქართველ ხალხს და არცერთ შემთხვევაში ივანიშვილს. ის ამ ფულს გამოიყენებს პუტინის შეკვეთების შესასრულებლად, არჩევნებში ხმების მოსაპარად, უშიშროების და პოლოციის უფროსების მოსასყიდად, კონვერტებით, რომ შემდეგ კარგად გვიჭირონ და გვარბიონ, სახელმწიფო გადააქციონ რეპრესიის აპარატად ამ ოჯახის ინტერესების განსახორცილებლად, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ იმისთვის, რომ ივანიშვილმა ეს ფული ვერ მიიღოს და ვერც მიიღებს“, - განაცხადა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში. 

მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, "კრედიტ სუისთან" შვეიცარიის ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარული თანხების დასაბრუნებლად ხანგრძლივი ბრძოლა მოიგო.  

"კრედიტ სუისის" განცხადებით, ბანკი შეიძლება აიძულონ, გადაიხადოს $500 მილიონზე მეტი, როგორც კი ბერმუდის სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას ბანკის ადგილობრივი სადაზღვეო შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები