საქართველოს პირველ პრეზიდენტს 83 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დღეს, 31 მარტს 83 წელი შეუსრულდებოდა.

მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973-1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991-1992), საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია  ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში დაიბადა.

ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად, 1970-80-იან წლებში საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და მედროშე იყო.

გამსახურდია საქართველოს მოსახლეობის 86%-მა პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩია. სწორედ მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობის შემოღება. 

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმი ჩაატარა. შეკითხვას, "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა, რის შედეგადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 

ზვიად გამსახურდია ქვეყანას სულ რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდა. 1991 წლის 6 იანვარს პირველ პრეზიდენტს და მისი მთავრობის წევრებს ქვეყნის იძულებით დატოვება მოუწიათ. მათ თავშესაფარი ჩეჩნეთში, ჯოხარ დუდაევის მთავრობამ მისცა.

პირველმა პრეზიდენტმა გარკვეული პერიოდი დევნილობაში გაატარა, საქართველოში კი 1993 წლის 24 სექტემბერს დაბრუნდა. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში. 1994 წლის თებერვალში იგი გადაასვენეს გროზნოში. 

რამდენიმე წლის შემდეგ, 2007 წელს ზვიად გამსახურდიას ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს და 1 აპრილს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მცხეთიდან მთაწმინდამდე პირველი პრეზიდენტის ნეშტი ათასობით ადამიანმა მიაცილა.

2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

უახლესი ამბები