ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მაროკოსა და საქართველოდან ელჩები გაიწვია. მისი განცხადებით, „დიპლომატიური ფრონტი“ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებები.

"დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მაროკოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ. ასევე დაბრუნდა ელჩი საქართველოდან. მთელი პატივისცემით, თუ არ იქნება იარაღი, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ მოძებნოთ ახალი სამსახური“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში კონკრეტულ შედეგებს ელის ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის ქვეყნებში უკრაინის ელჩებისა და სამხედრო ატაშეების მუშაობისგან.

"დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთი მთავარი ფრონტია. და იქ ყველამ უნდა იმუშაოს რაც შეიძლება ეფექტურად, რათა გაიმარჯვოს და დაეხმაროს ჯარს. როგორც ბრძოლის ველზეა ყველა დამცველი, ისე უნდა იყოს ყველა ელჩი დიპლომატიურ ფრონტზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ 1 მარტს განაცხადა. 

მიზეზად რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების "ამორალური პოზიცია", ასევე უკრაინაში საბრძოლველად წამსვლელი მოხალისეებისთვის ხელისშეშლა დაასახელა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები