აკაკი ჩარგეიშვილი - ოკუპირებულ აფხაზეთში „კოკა-კოლას” შეტანის შესახებ განცხადება და თავად მიდგომა აბსოლუტურად გამართლებული და სწორია

ოკუპირებულ აფხაზეთში „კოკა-კოლას” შეტანის შესახებ განცხადება და თავად მიდგომა აბსოლუტურად გამართლებული და სწორია, -  ამის შესახებ Front News-ს კონფლიქტების ეკონომიკური სამართლის ანალიტიკოსმა, იურისტმა  აკაკი ჩარგეიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, კერძო ბიზნესის ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ოკუპირებულ აფხაზეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას. 

"თავად განცხადება და მიდგომა აბსოლუტურად გამართლებული და სწორია. „კოკა-კოლა“ არის კონკრეტული კერძო ბიზნესი და  რომ ქართული პროდუქცია, ამ შემთხვევაში,  „კოკა-კოლას“ მარკით,  წარმოებული თბილისში, იყიდებოდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამაში პრობლემა არ არსებობს და  ეს ხელს შეუწყობს  აფხაზეთის დამოკიდებულებას ქართულ ეკონომიკაზე. პირიქით,  ჩვენ უნდა გვიხაროდეს, ეს იქნება „ბენეტონი“, „კოკა-კოლა“ თუ სხვა ნებისმიერი კერძო მწარმოებელი, საქართველოს გავლით, შედიოდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ჩარგეიშვილმა. 

რაც შეეხება „კოკა-კოლას“ რუსეთიდან პროტესტის ნიშნად გასვლის ფაქტს, როგორც ჩარგეიშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ის საქართველოა.  

"კოკა-კოლა“ გავიდა რუსეთიდან, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორია ჩვენია და ჩვენ გვაქვს პრეტენზია. დადგება დღე, როდესაც ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ამ ტერიტორიაზე, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ნაწილი, ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის“, - განაცხადა ჩარგეიშვილმა. 

მისივე  განმარტებით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი ცნობს განსაკუთრებულ შემთხვევას, რომელზეც ნებართვა სახელმწიფომ უნდა გასცეს. 

"ოკუპირებული ტერიტორიების კანონი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ამ ტიპის ურთიერთობების გარკვეული რეგულირება და ჩარჩოები არსებობდეს, მას აქვს თავისი დაშვებები, როგორ და რა პირობებით შეიძლება თანამშრომლობა, შესაბამისი ნებართვებისთვის გაწერილია სახელმწიფო უწყება. 

სახელმწიფო ამის წინააღდეგი არ უნდა იყოს, რადგან სახელმწიფოს თვითონ აქვს მიღებული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის სპეციალური დებულებები, რეგლამენტაცია და მათ შორის კანონი, რომელიც ფარავს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკაშირებულ ეკონომიკურ აქტივობას და გარკვეულწილად, გათავისუფლებულია გადასახადებიდან. „საგადასახადო კოდექსი“ სპეციალურ სტატუსსაც იცნობს ამ მიზნით“, - განაცხადა ჩარგეიშვილმა.  

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, რეგიონში გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით „კოკა-კოლა“ წარმოების გაფართოებისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს. მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ “ზაფხულში აფხაზეთს ჩვენი „კოკა-კოლათი“ გავაგრილებთ“. აღნიშნულ საკითხზე ბიზნესმენმა "ბიზნესფორმულას" ეთერში ისაუბრა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები