კახა გოგოლაშვილი - ელჩის მოხსნას არანაირი კავშირი არ აქვს დიპლომატიურ დემარშთან

ელჩის მოხსნას არანაირი კავშირი არ აქვს დიპლომატიურ დემარშთან, - ამის შესახებ  Front News-ს  რონდელის ფონდის მკვლევარმა  კახა გოგოლაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა  პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის მიმართ ტონი შეარბილა და მომხდარში ელჩი დაადანაშაულა. 

"ეს არ არის ელჩის გაწვევა, როგორც დიპლომატიური დემარში. უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი მოხსნა, რაც მისი შიდა საქმეა, ამას არავითარი კავშირი არ აქვს დიპლომატიურ აქციასთან. მაგრამ ის მიზეზი, რაც დაასახელა ზელენსკიმ, რა თქმა უნდა,  ირიბად ხაზს უსვამს, რომ არ არის კმაყოფილი დახმარების იმ ხარისხით, რასაც საქართველოს ხელისუფლება უწევს უკრაინას.

ელჩის მოხსნას, ლოგიკურად, ახალი ელჩის დანიშვნა უნდა მოყვეს, რომელსაც მოსთხოვს საქართველოს მთავრობასთან მუშაობის შედეგს. რეალურად, მან  აღარ გაამწვავა საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობა“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას შეეძლო სიმბოლურად თუნდაც ჯავშანჟილეტები გადაეცა უკრაინისთვის  

"გასაგებია, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ იარაღს, მაგრამ საქართველოს შეეძლო თუნდაც ჯავშანჟილეტებით დახმარებოდა უკრაინას, ეს იქნებოდა ერთგვარი ჟესტი.  როდესაც არ ეხმარები ქვეყანას, არ აწესებ სანქციებს,  შეიძლება ამის შესახებ განმარტებაც გააკეთო. შეიძლებოდა ამის წესიერად კომუნიკაცია და არა ისე, როგორადაც ითქვა.  ომში მყოფი ქვეყნისთვის ყველა ნიუანს და ყველა სიტყვას  აქვს მნიშვნელობა. გასაგებია,  რომ ზელენსკი ასე მოიქცა, მაგრამ ახლა მან შეარბილა ტონი და   პრაქტიკულად ელჩს გადააბრალა, რომ საქართველოს მთავრობიდან ვერ მოიზიდა საჭიერო დახმარება“,  - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები