ლევან ხაბეიშვილი - თორნიკე რიჟვაძე დღეს განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, მართლმსაჯულების წინაშე უნდა იყოს წარმდგარი

თორნიკე რიჟვაძე  დღეს განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, მართლმსაჯულების წინაშე უნდა იყოს წარმდგარი, - ასე გამოეხმაურა  „ნაციონალური  მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი აჭარის მეთაურის განცხადებას, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებში დაადანაშაულა. 

საქმე ეხება ბათუმში შუალედური არჩევნების მიმდინარეობას, რაც საკრებულოს დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო გახდა საჭირო. როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა“ ნუგზარ ფუტკარაძეზე განხორციელებულ ზეწოლაში თორნიკე რიჟვაძეს და მასთან დაკავშირებულ ჯგუფს ადანაშაულებს და საქმის გამოძიებას  ითხოვს. 

"ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნება“ „მკვლელების პარტიაა“ რომელიც ახლა გაყალბებით ცდილობს საკრებულოს დეპუტატის მანდატის ხელში ჩაგდებას.

"მკვლელების პარტიაა, იმ ოლქში,  სადაც არჩევნები მიმდინარეობს ჩვენი პარტიის გამარჯვებული კანდიდატი მიიყვანეს იქამდე, რომ ადამიანი გარდაიცვალა. ნაცვლად იმისა, რომ ეს საქმე გამოეძიებიათ, ახლა ამ მანდატზე არიან ორიენტირებულები და ვხედავთ, რომ გამარჯვებულ ოლქში ფაქტობრივად გადმოწერეს ათასობით ახალი ამომრჩეველი, რისი საშუალებითაც უნდათ არჩევნების მოგება. რიჟვაძეს ამ ადამიანის სიკვდილში მიუძღვის წვლილი, მას და მის კრიმინალურ დაჯგუფებას. ეს კაცი დღეს განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, მართლმსაჯულების წინაშე უნდა იყოს წარმდგარი. ხედავთ, რომ აქეთ აბრალებს ოპოზიციას პროვოკაციებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ბათუმის მე-4 საარჩევნო დღეს შუალედური მიმდინარეობს.  ოპოზიციის მხარდაჭერით,  საკრებულოს  მანდატის მოსაპოვებლად ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი მათე ფუტკარაძე იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები