უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ ორბანის პარტიამ გაიმარჯვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტიამ საპარლამენტო არჩევნები ზედიზედ მეოთხედ მოიგო. 

ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ 199-ადგილიან პარლამენტში 135 მანდატს მიიღებს.

"ჩვენი გამარჯვება იმდენად დიდია, რომ თქვენ მთვარედან შეგიძლიათ დაინახოთ, რომ არაფერი ვთქვათ ბრიუსელზე“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ორბანის თქმით, არჩევნების შედეგებმა დაადასტურა უნგრელების სიყვარული საკუთარი ქვეყნის მიმართ.

ამასთან, მან საკუთარ გამოსვლაში უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს მიმართა: „ნუ გეშინიათ, მოითმინეთ, სამშობლო თქვენთანაა“.

გამოსვლაში ორბანმა სოროსიც ახსენა, რომელიც თითქოსდა დაქირავებული ჯარების მეშვეობით ცდილობდა უნგრეთის პოლიტიკური სისტემის დამხობას. 

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკი ორბანის ჩამონათვალში ოპონენტებს ან მოწინააღმდეგებს შორის მოხვდა.