მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის ბრალდებულების ნაწილს 1 წელი და 3 თვე, ასევე 1 წელი და 6 თვე, ნაწილს კი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულების განაჩენები გამოცხადდა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ნაწილს 1 წელი და 3 თვე, ასევე 1 წელი და 6 თვე, ნაწილს კი გირაო შეეფარდა: გიორგი ნასყიდაშვილი - 1 წელი და სამი თვე; გიორგი კახიანი - 1 წელი და სამი თვე; რომეო კეკუტია - 1 წელი და სამი თვე; უშანგი დათუნაშვილი - 1 წელი და 3 თვე; ზაზა მჭედლიძე - 1 წელი და სამი თვე; თემურ ხარაული - ერთი წელი და ერთი თვე; ილია ქებაძე -  ერთი წლით და 6 თვე; უშანგი დათუნაშვილი - 5000 ლარიანი გირაო;

ბრალდებულები საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებენ.

რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები