ეკა გიგაური - ოფიციალური განცხადება უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ, თქვას და დაასაბუთოს, რომ ამას ადგილი არ აქვს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  აღმასრულებელი დირექტორის   ეკა გიგაურის განცხადებით,  საქართველოს მთავრობამ პასუხი უნდა გასცეს და უარყოს  უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ამას ცუდი შედეგები მოყვება. 

"ამაზე ოფიციალური  განცხადება უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ, თქვას და დაასაბუთოს, რომ ამას ადგილი არ აქვს და ისინი ამას არ აპირებენ.  სხვა შემთხვევაში,  ეს იქნება აღქმული, რომ ასეთი მცდელობები ნამდვილად არის, რა თქმა უნდა,  ამას ექნება ძალიან ცუდი რეაქცია დასავლეთის მხრიდან“, - განაცხადა  ეკა გიგაურმა. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით სანქცირებული საქონლისთვის, მათ შორის სამხედრო დანიშნულების ტვირთისთვის მარშრუტს აყალიბებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები