თორნიკე შარაშენიძე - ვერ ვხედავ ლოგიკას, რატომ უნდა ხდებოდეს საქართველოს გავლით რაიმეს მიწოდება რუსეთისათვის, როდესაც არსებობს ჩინეთი

ასეთ მძიმე ბრალდებას დასაბუთება ჭირდება, -  ამის შესახებ  Front News -ს  GIPA-ს პროფესორმა, საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ  უკრაინის დაზვერვის მიერ საქართველოში რუსეთის სასარგებლო კონტრაბანდაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.   

მისი თქმით, ჩინეთს რუსეთთან გაცილებით დიდი საზღვარი აქვს და გაცილებით მშვიდად შეუძლია ნებისმიერი პროდუქციის შეტანა.  ამასთან, შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ასეთი რისკი არ აწყობს არც იმ ადამიანს, ვისაც მილიარდები აქვს დასაკარგი. 

"ასეთ მძიმე ბრალდებას დასაბუთება ჭირდება, მე ვერ ვხედავ ლოგიკას, რატომ უნდა ხდებოდეს საქართველოს გავლით რაიმეს მიწოდება რუსეთისათვის, როდესაც არსებობს ჩინეთი, რომელთანაც რუსეთს უზარმაზარი საერთო საზღვარი აქვს.

ჩინეთს არაფერი სანქციები არ ადევს, ნებისმიერი რაღაც შეუძლია მიაწოდოს რუსეთს, რაღა  საქართველოდან მოახდინოს მსგავსი პროდუქციის შეტანა?  

და მეორე, ამ წვრილმანი თაღლითობის გამო რატომ ჩაიგდებს თავს ხათაბალაში ადამიანი, რომელსაც მილიარდები აქვს და ძალიან ბევრი აქვს დასაკარგი? მე ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ.  უნდა დაველოდოთ უკრაინას და ვნახოთ,  თუ იქნება წარმოდგენილი  მტკიცებულებები“ , - განაცხადა შარაშენიძემ

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები